საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“.
სალომე ზურაბიშვილმა მიმართა სამართალდამცველებს, რომ მიიღონ უსაფრთხოების ზომები ექსცესების თავიდან ასარიდებლად.
„ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ - პირველ რიგში, იმას, რასაც პირველი დღიდან გთავაზობთ - ერთიანობას. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ამიტომ, ასევე გთავაზობთ არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ, 16 ივნისს, გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ყველა, ევროპის მოედანზე და ვაჩვენოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება - ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა, რიგითი მოქალაქე, მე, ან პოლიტიკური პარტიის წევრები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები. არ იქნება პლაკატები, განცხადებები... თუ ვინმეს სიმღერა უნდა, იმღეროს. ვაჩვენოთ, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს გვინდა ევროპა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, 20 ივნისის აქციის მონაწილეებს ურჩია, აქცია არ ჩაატარონ, რადგან დაპირისპირება გამოირიცხოს.
„ახლა მხოლოდ ერთობის დროა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.