საქართველო მიწვეულია ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად; ვფიქრობ, ეს სოლიდარობისა და NATO-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, – ამის შესახებ NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი ინტერვენციის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეებმა გააძლიერონ სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული აგრესიის წინაშე. რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის.
რუსეთი უკვე შეიჭრა საქარველოს ტერიტორიებზე, აკონტროლებს მის ნაწილებს და შესაბამისად, მე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს პრაქტიკულ პარტნიორობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ასევე წაიკითხეთ: