16 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს მე-9 გლობალურ ფორუმში მონაწილეობდა, რომლის თემაა „საფრთხეები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის“.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ბაქოს IX გლობალური ფორუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა,
საუბრისას რეგიონული თანამშრომლობისა და ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ენერგეტიკული საკითები, აღინიშნა ახალი შესაძლებლობების გაჩენის პერსპექტივა სატრანზიტო სექტორში.