რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ 5 ადამიანის გათავისუფლება შეძლო, რუსეთთან ტყვეების გაცვლის „5 -5-თან“ ფორმატის ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გათავისუფლებული ტყვეები, სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც რუსულმა მხარემ უკანონოდ დაატყვევა. უკრაინის ოთხი მოქალაქე რუსებმა კიევის ოლქში შეჭრის დროს დაატყვევეს. ამასთან, გაცვლის ფორმატში, უკრაინულ მხარეს რუსეთმა ერთი დაღუპული უკრაინელი სამხედროს ცხედარი გადასცა.

რუსულ მხარეს, ტყვეების გაცვლის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.