გერმანია აცხადებს, რომ დამატებით ზომებს მიიღებს, რათა გარანტირებული იყოს ენერგომომარაგება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, გაზის მოხმარების შესამცირებლად, ნაკლები გაზი უნდა იყოს გამოყენებული, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები უფრო მეტად უნდა გამოიყენონ.
ზომები მოიცავს გაზის მოხმარების შემცირებას ინდუსტრიასა და ელექტროენერგიის წარმოებაში.
მთავრობა აცხადებს, რომ დამატებითი ზომები მოიცავს ქვანახშირის წარმოების გაზრდასაც.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია, გაზის მოხმარება უნდა შემცირდეს და მეტი გაზი უნდა იყოს დარეზერვებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ზამთარში ყველაფერი „ნამდვილად დამძიმდება“.
ამ ნაბიჯს წინ უძღვის გაფრთხილება, რომელიც ენერგოკომპანიებმა რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით მიიღეს.