საქართველოს განახლებადი ენერგიის უსაზღვრო პოტენციალით შეუძლია, დიდი ნაბიჯები გადადგას ენერგო დამოუკიდებლობისკენ. ამ მნიშვნელოვანი საკითხისა და ამ მისიაში აშშ-ის მთავრობის შესაძლო დახმარებაზე სასაუბროდ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელი სკოტ ნეითანი განახლებადი ენერგიის სექტორიდან ჩვენს კონტაქტებს შეხვდა, იუწყება საქართველოში ამერიკის საელჩო.
როგორც ცნობიოლია, თბილისში იმყოფება აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში, ომით დაზარალებული უკრაინული კომპანიების მხარდამჭერი შეთანხმება გააფორმა.
კერძოდ, სკოტ ნეითანმა „გაზელ ფაინანსთან" შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც გულისხმობს ტექნიკური დახმარების აღმოჩენას იმ უკრაინული კომპანიებისთვის, რომლებიც პუტინის ომის შედეგად საქართველოში გადმოდიან ან აფართოებენ ოპერაციებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის (DFC) მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, სკოტ ნეითანი თბილისშია.
„მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში DFC ინვესტიციებს ახორციელებს ენერგეტიკაში, ჯანდაცვაში, კრიტიკულ ინსფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში. ვიზიტის ფარგლებში კორპორაციის ხელმძღვანელი შეხვდება ადგილობრივ პარტნიორებს, ამერიკელ ინვესტორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს, რათა გავაგრძელოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარება და მხარი დავუჭიროთ ომში დაზარალებულ უკრაინულ კომპანიებს“, - იტყობინება ამერიკის საელჩო.