თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოზე: პარლამენტი მოსმენების კანონპროექტზე, კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მიიღებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტი როცა პარლამენტს დაუბრუნდება, კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„სიმართლე გახლავთ ის, რომ ეს კანონპროექტი ორი-სამი წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, საკმარისი არგუმენტები იყო წარდგენილი და გაზიარებულიც, რომ ეს ცვლილებები დღეს პირდაპირ პასუხობს გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა გაუგებარია, რატომ იყო ვეტო გამოყენებული. ვეტოს შემდეგ კანონპროექტი და საკითხი უბრუნდება პარლამენტს. ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში. რადგან არსებობს სათანადო არგუმენტაცია ამ ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა, შემდეგ სესიაზე, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, ჩვენ განვიხილავთ და კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.