ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. ამის შესახებ ირანული მედია წერს.
- ირანის ნავთობის მინისტრი: რუსეთთან ვაჭრობის გაზრდა $40 მილიარდამდე გვსურს
- თეირანი, რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას სთავაზობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თეირანში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირა აბდოლაჰიანის მოწვევით 22 ივნისს ჩავიდა. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ლავროვი საქმიანი ვიზიტით 22-23 ივნისს თეირანში ჩავიდოდა.
ზახაროვას განცხადებით, მოლაპარაკების ფარგლებში მხარეები აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მათ შორის ვითარებას უკრაინაში, სირიაში, ავღანეთში, კავკასიაში, იემენსა და კასპიის ზღვის გარშემო რეგიონში. მხარეები ასევე იმსჯელებენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე.