უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას უკრაინის მიტოვება სიტუაციის გართულების, ან ფინანსური ხარჯების გამო მოუწევს თანამდებობიდან გადადგება.
"უკრაინის მიტოვება იმის გამო, რომ მომიხდეს, მაგალითად, სიტუაცია გართულდა, ან ინფლაციისა და ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით, ძალიან გაიზარდა ამ ხალხის მხარდაჭერის ღირებულება, მე ჩავთვლიდი, რომ ძალიან მნიშვნელოვან დავაში დავმარცხდი და წავიდოდი. უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი", - განაცხადა ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში.
ასევე წაიკითხეთ:
ბორის ჯონსონი: გაიზრდება ზეწოლა, რათა უკრაინელებს ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ