ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, ირაკლი ღარიბაშვილი ამ რთულ ვითარებაში ქვეყნის ინტერესებს განსაკუთრებით კარგად იცავს.
მანამდე დავითაშვილს ჟურნალიტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას.
„მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ აქ რაც ითქვა აბსოლუტურად არასერიოზულია, მომიტევეთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და ქვეყნის ინტერების დაცვას ახერხებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით კარგად ამ რთულ ვითარებაში. ქვეყნის ინტერესია ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური კეთილდღეობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და მეტი კეთილდღეობის შექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ ამოცანებს ასრულებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი და შესაბამისად, რა თქმა უნდა იქნება და გააგრძელებს თავის პოზიციაზე მუშაობას", - თქვა დავითაშვილმა.