სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს

„გადადგეს ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა..." - თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, ახალი სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა საზოგადოებას მთავარი მოთხოვნები გააცნო.

May be an image of 3 people, people standing and outdoors

„ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმაა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი. დავრჩებით აქ, არ დავიშლებით სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, მდგომარე ადამიანები, შენობის გარეთ და ხალხი-(ი)ს გამოსახულება

დიღმელაშვილმა ასევე 3 ივლისს 20:00 საათზე პარლამენტთან ახალი აქცია დაანონსა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას 1 კვირის ვადას აძლევენ იმისათვის, რომ „ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გადააყენოს“. მისივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები 3 ივლისამდე საქართველოს რეგიონებში გავლენ, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდებიან და პარლამენტის შენობასთან დარჩებიან.

May be an image of one or more people and outdoors


აღნიშნული აქცია 20 ივნისს, სამოქალქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა დააანონსა, როდესაც მანიფესტი წაიკითხა.

მასში ნათქვამი იყო, რომ აქციის მონაწილეები ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 ივნისსაც შეიკრიბებოდნენ, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცნობილი გახდებოდა.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.