მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტართან ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.