პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ვ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, რუსთავში, ვ.მ.-მ ორ პირთან ერთად, ზ.ვ.-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

„ვ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.