ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიღებას კიდევ ერთხელ აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, ხელიდან არ იყოს გაშვებული.
„რამდენიმე დღის წინ საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, ხელიდან არ იყოს გაშვებული”, - აცხადებს ელჩი.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.