დღეს აზერბაიჯანი, ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრია

 
„დღეს აზერბაიჯანი ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრია“, -Trend-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 29 ივნისს აშხაბადში კასპიისპირეთის ქვეყნების მეთაურების VI სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
 
„ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთის განვითარებაში. ჩვენ ვცდილობთ ეფექტურად გამოვიყენოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ეს შესაძლებელს გახდის სატრანსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. კასპიის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს ახალი პროექტების განხორციელებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ალიევმა.