ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება, რა თქმა უნდა, თანხა არის ერთი კრიტერიუმი, მაგრამ პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა არის მეორე და მესამე კრიტერიუმები, რასაც ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა.
„ოლიგარქის ცნება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაცაზე მეტი თანხა, მეორე და მესამე პუნქტებია პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა, რაც არაფრით დასტურდება. პირიქით, ტელევიზიები ამტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ყურმილს არ იღებდა და არ გველაპარაკებოდა, რაზეც ვიყავით ნაწყენები. თქვენვე ამტკიცებდით, რომ ივანიშვილი არ ერეოდა პოლიტიკაში, რასაც აკეთებდით თვეების განმავლობაში, არჩევნების წინ. გამომდინარე აქედან, ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი ივანიშვილი არ ხვდება“, - აღნიშნა კობახიძემ.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
ასევე წაიკითხეთ:
„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა