აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალბაჯარში, აზერბაიჯანის პოზიციები დაბომბეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ივლისის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის ოლქში, დემირჩიდამის დასახლების მიმართულებით, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვა მსხვილი კალიბრის იარაღიდან, აზერბაიჯანის მოსაზღვრედ, სომხეთის ბასარკეჩერის რაიონის დასახლების,ზიარქანდის მიმართულებიდან განხორციელდა.
აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს. ბოლო მონაცემებით, ამ მიმართულებით ვითარება სტაბილურია. ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები სრულად აკონტროლებენ.