ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ყოფილი პრემიერი განმარტავს, საკუთარი ინიციატივით გადადგა, რადგან ახალი მინისტრების დანიშვნა ბევრ ხმაურსა და უკმაყოფილებას გამოიწვევდა და საჭირო გახდებოდა საკანონმდებლო ორგანოს სხდომის მოწვევა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყანაში სამ პარტიას შორის კოალიციის ფორმირებაზე შეთანხმება შედგა, თუმცა კაია კალასმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.