თეგი: ესტონეთი

ესტონეთმა უკრაინას „ჯაველინები“ მიაწოდა

ესტონეთმა უკრაინას ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდა. „ეს არის ესტონეთის მცირე ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ეს არის რეალური და ხელშესახები წვლილი რუსული აგრესიისგან დაცვაში“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა მარტინ ჰერემმა. NATO-ს წევრებმა ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ 21 იანვარს განაცხადეს, რომ უკრაინას ამერიკული წარმოების ჯავშანსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან. მათ გადაწყვეტილებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუჭირა მხარი. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 თებერვალს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2000 ტონაზე მეტი ტვირთი საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის სახით. (Javeline - ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსია ტანდემური კუმულაციური ქობინით. რაკეტის მიზანზე გაყვანა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ინფრაწითელი გამიზვნის სისტემით, რითაც კომპლექსში უზრუნველყოფილია „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპი).

ესტონეთმა შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა სთხოვა

ესტონეთმა შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა სთხოვა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. კალე ლაანეტის თხოვნის მიზანი ბალტიისპირეთის ქვეყნების ცის დაცვაა, რადგან შიშობს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი ბალტიის რეგიონთანაც დაიწყებს კონფრონტაციას. „არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინა დაეცემა, შემდეგი კი, ბალტიის ქვეყნები იქნებიან“, - განუცხადა ესტონელმა მინისტრმა კალე ლაანეტმა Reuters-ს  აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ვილნიუსში ვიზიტით იმყოფებოდა. NATO-ს მოკავშირეებს რეგიონში რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი 2004 წლიდან ჰყავთ მობილიზებული. „ისინი საჰაერო პატრულირებას ახორციელებენ, თუმცა არ აქვთ შეტევის, ან თავდაცვის უფლება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ საჰაერო თავდაცვაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს არეალში მეტი მებრძოლი იქნება. უნდა შევავსოთ ეს დანაკლისი“, - აცხადებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი. ლოიდ ოსტინმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონი ბალტიისპირეთის მოკავშირეებთან ერთად დადგება, მაგრამ დამატებითი ჯარების შეყვანაზე შეკითხვას არ უპასუხა.

ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინას ერთობლივი ვიზიტით 23 თებერვალს ეწვევიან

23-25 თებერვალს უკრაინას ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი ვიზიტით ეწვევიან. ედგარს რინკევიჩი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ევა-მარია ლიმეტსის ვიზიტის მიზანი უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული განუყოფლობისთვის ბრძოლაში სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. შესაბამისი ტექსტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter გვერდზე განთავსდა. ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. რინკევიჩსმა ასევე მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესება, რომელიც უნდა მოიცავდეს  Nord Stream 2 გაზსადენსა და რუსეთის ფინანსურ სექტორს. უკრაინას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა-მარია ლიმეცმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა დროებით შეჩერებულია. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძირითადად ეხება ახალ ვიზებს, ვიდრე არ დასრულდება რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში. გამონაკლისი გავრცელდება მხოლოდ ჰუმანიტარული, სამედიცინო ან ოჯახური გარემოებებიდან გამოწვეულ ვიზიტებზე. „ესტონეთი აღარ გასცემს ახალ C და D კატეგორიის (ტურისტულ) ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შემაკავებელი ზომები ამ რეგიონში იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე, რადგან ევროპაში არსებული სიტუაცია შეიცვალა“, - განაცხადა ესტონელმა დიპლომატმა.  

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ცის დახურვას ითხოვს

ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს, დაკეტონ ცა უკრაინის თავზე. ეს არის პირველი ასეთი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნის პარლამენტმა გადადგა. „რთულია, საპასუხისმგებლოა და საპატიო, იყო პირველი“, - დაწერა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა Facebook-ზე. სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მაგალითი მსოფლიოს სხვა პარლამენტებისთვის. „ბოლოს და ბოლოს, პარლამენტარები ხალხის წარმომადგენლები არიან და მსოფლიოს ხალხები ითხოვენ გადამწყვეტ მოქმედებას მშვიდობის დამყარებისთვის და უკრაინის თავზე ცის დახურვის მიზნით“, - აღნიშნავს პარლამენტის სპიკერი.  

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ უკრაინას იარაღი გადავეცით ომის დაწყებამდე და ახლაც ვეხმარებით მის შეიარაღებულ ძალებს

"ჩვენ უკრაინას იარაღი გადავეცით ომის დაწყებამდე და ახლაც ვეხმარებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, კალე ლაანეტმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. „უპირველეს ყოვლისა, უნდა იმოქმედონ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც შეუძლიათ არასაფრენი ზონის კონტროლი. მაგალითად, ესტონეთს ამის კონტროლის შესაძლებლობები არ აქვს, თუმცა ჩვენ უნდა მოვძებნოთ კონსენსუსი. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც გავუგზავნეთ ლეტალური დახმარება უკრაინას ომამდე, რადგან დღეს უკრაინა არის ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ფრონტის წინა ხაზზე. ეს არის მთავარი ღირებულება. როგორც გავიგე, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ ეტაპზე მიაღწევენ წევრობას. შესაძლოა, ის მართალია“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს

ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ, უკრაინის ცის დახურვას ლატვიაც ითხოვს

ლატვიის საეიმმა მიიღო განცხადება, რომელშიც მოუწოდებს გაეროს ქვეყნებს დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნის ზომებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის პარლამენტი ავრცელებს. ამგვარად, საგარეო ურთიერთობათა კომისიის მიერ მომზადებულ განცხადებაში უკრაინის ტერიტორიაზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებისა და რუსული აგრესიის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ, ხაზგასმულია, რომ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა აუცილებელია ადამიანის სიცოცხლის დასაცავად და უკრაინის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი მოწოდებით გაეროს წევრ ქვეყნებს მანამდე ლიეტუვისა და ესტონეთის პარლამენტებმაც მიმართეს. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები ცის დახურვაზე უარს რუსეთთან დაპირისპირების მაღალი რისკით ხსნიან. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 17 მარტს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის ცას არ დახურავს, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისი ტერიტორიის დასაცავად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრატისლავაში სტუმრობისას. ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას მუდმივად ითხოვს და ამისთვის ცის დახურვისკენ მოწოდებებით აქტიურად გამოდის. მაგალითად, 4 მარტს, დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. 15 მარტს, ეს მოთხოვნა ზელენსკიმ, კანადის პარლამენტისადმი ვირტუალურტი მიმართვისას კვლავ დააფიქსირა, მოწოდება გაიმეორა აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვის დროსაც. თუმცა NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს ხედავს. ასევე წაიკითხეთ NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი ახლა მაგიდაზე არ დევს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ცის დახურვას ითხოვს

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები დღეს კიევში ჩადიან

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, კიევში შეხვდებიან. როგორც პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლმა იაჯუბ კუმოჩიმ განცხადა, ლიდერები ახლა უკრაინისკენ მიემართებიან, რათა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატონ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელი ჩავიდნენ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს

17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც მანამდე დაამტკიცა ევროკავშირმა. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს

ლატვია და ესტონეთი მსოფლიოში პირველები არიან, რომლებმაც რუსი სამხედროების დანაშაული უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს. ესტონეთის პარლამენტისა და ლატვიის სეიმის ვებგვერდებზე შესაბამისი ცნობები გავრცელდა. ესტონეთის პარლამენტის შეფასებით, რუსეთმა ქალაქებში ბუჩაში, ბოროდიანკაში, გოსტომელში, ირპენსა და მარიუპოლში, ასევე, უკრაინის სხვა მრავალ დასახლებულ პუნქტში ჩაიდინა გენოციდის აქტები და მასობრივი სისასტიკე მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. თავის მხრივ, ლატვიის სეიმის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ მასობრივ სასტიკ დანაშაულების ადასტურებს. ამასთან, ლატვია გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს და გენოციდს; იაზრებს თავის მოვალეობას, აღიაროს, აღკვეთოს დანაშაულები მათი განმეორების თავიდან აცილების მიზნით“. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალარ კარისის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით ესტონეთის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ირაკლი ღარიბაშვილმა ალარ კარისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ალარ კარისმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია, ევროინტეგრაციის გზაზე კი საქართველოს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პარტნიორობა ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში, ასევე თავდაცვის მიმართულებით. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.  

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღოს

ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის ევროკავშირის საბჭოსთვის წარდგენილ რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ, - ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს „ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის ევროკავშირის საბჭოსთვის წარდგენილ რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ. ჩვენ სულ ამის გამყარებას ვცდილობდით. მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრას, სადაც კომისიის გადაწყვეტილება, იმედია, დადასტურდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა  ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად  

ესტონეთმა ფიზიკურ პირებს რუსეთიდან სანქცირებული საქონლის შეტანა აუკრძალა

10 ივლისიდან ესტონეთში იმ საქონლის იმპორტი იკრძალება, რომელიც ევროკავშირის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ექვემდებარება. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს  ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო საბჭოს ვებგვერდზე საქონლის სრული სია გამოქვეყნდა, „რომლის რეალიზაციიდანაც რუსეთს მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს, რაც საშუალებას აძლევს უკრაინაში შეიარაღებული აგრესია და დაპყრობითი ომი განაგრძოს“. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია 10 ივლისიდან ესტონეთში შეუძლებელი იქნება ალკოჰოლის „იმპორტი ან გადატანა“. სანქცირებას ექვემდებარება ლუდი, ღვინო, არაყი, ვისკი, ლიქიორი და სხვა ალკოჰოლური სასმელები, ხის ავეჯი, სასუქები და პნევმატური საბურავები.   სანქციები ასევე ვრცელდება რუსეთში, ფუფუნების საქონლად კლასიფიცირებული რიგი ნივთების ექსპორტზე.   ევროკავშირმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღო. კერძოდ, აკრძალა რუსული ალკოჰოლისა და სასუქების იმპორტი, ასევე, საქონლისა და რიგი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი.  

ესტონეთმა მოსკოვის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა

ესტონეთი რუსეთის ელჩს 18 ივნისის ინციდენტის გამო იბარებს. საუბარია რუსული ვერტმფრენის მიერ ეროვნული საჰაერო სივრცის დარღვევაზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მეზობლების დაშინება და გაიაზროს, რომ უკრაინაში შეჭრის ფასი მაღალია. „ესტონეთი მიიჩნევს, რომ ეს არის უკიდურესად სერიოზული და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც უდაოდ იწვევს დამატებით დაძაბულობას", - მიიჩნევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.  

ესტონეთმა ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება მოახდინა

კანადისა და დანიის შემდეგ, ესტონეთმა ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება მოახდინა. კანადამ და დანიამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინეს NATO-ს მოკავშირეებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლს 5 ივლის მოაწერეს ხელი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

კაია კალასმა ესტონეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ყოფილი პრემიერი განმარტავს, საკუთარი ინიციატივით გადადგა, რადგან ახალი მინისტრების დანიშვნა ბევრ ხმაურსა და უკმაყოფილებას გამოიწვევდა და საჭირო გახდებოდა საკანონმდებლო ორგანოს სხდომის მოწვევა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყანაში სამ პარტიას შორის კოალიციის ფორმირებაზე შეთანხმება შედგა, თუმცა კაია კალასმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.  

ესტონეთის პრემიერმა გადადდგომის შესახებ, ოფიციალურად განაცხადა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა მთავრობას საკუთარი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, ოფიციალურად აცნობა. ამის შესახებ ERR წერს.  კაია კალასმა ესტონეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა პრემიერთან ერთად მთელი მთავრობა გადადგება. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტსა და პარლამენტს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას კანონის დაცვით აცნობებს. კაია კალასის კანდიდატურას პარლამენტი პრემიერად ისევ წარადგენს. თუ მხარდაჭერა მიიღო, ესტონეთის ახალ მთავრობას კვლავ ის დააკომპლექტებს.  კალასმა, პარლამენტის სპიკერს შესთავაზა, რომ 15 ივლისს რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც ის პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს და ახალ კოალიციურ შეთანხმებას წარადგენს, რომელიც პარტია „სამშობლოსა“ და „სოციალ-დემოკრატებს“ შორის გაფორმდა. 8 ივლისს ეს ორი პარტია მმართველი კოალიიციის შექმნაზე შეთანხმდა.   

ესტონეთი რუსებს და ბელორუსებს იარაღის ფლობას აუკრძალავს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან 5 თვის შემდეგ, ესტონეთმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებს იარაღის ტარება აეკრძალოთ. ამის შესახებ ERR იტყობინება. ახალი კოალიციური შეთანხმების ნაწილის მიხედვით, ესტონეთში ოკუპანტი რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელორუსის მოქალაქეებს იარაღის ქონა აეკრძალებათ და უკვე გაცემული ლიცენზიები გაუქმდება. „რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის იარაღის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდება და მათი შემდგომი გაცემა შეჩერდება“, - ნათქვამია კოალიციურ შეთანხმებაში. ვინაიდან ლიცენზიების გაუქმება კანონმდებლობაში ცვლილებებს მოითხოვს, მის განხორციელებას რამდენიმე თვე დასჭირდება, პროგნოზირებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომავალი ხელმძღვანელი.  

ესტონეთის თავდაცვის ძალების დელეგაცია უკრაინას ეწვია

ესტონეთის თავდაცვის ძალების დელეგაცია, გენერალ-ლეიტენანტ მარტინ ჰერემის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებს ეწვია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა. „ვაფასებ ესტონეთის ჩართულობას და დახმარებას, სამხედროების ეფექტიან მხარდაჭერას, ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის მაღალ დონეს, ასევე, სტუმართმოყვარეობას, რომლითაც ესტონელებმა უკრაინიდან ლტოლვილები მიიღეს“, - განაცხადა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ. დელეგაციამ მოინახულა ქალაქები ჰოსტომელი, ბოროდიანკა და სხვა ადგილები. ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის ბრძოლის მაგალითი NATO-ს ქვეყნებისთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა და ესტონეთი არის ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას და მის არმიას, მათ შორის, პერსონალის პროფესიული მომზადებით. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ესტონეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს

ესტონეთის ახალი მთავრობა საქმიანობას შეუდგა. „მთავრობა მზადაა, იმუშაოს მომდევნო რვა თვის განმავლობაში. 2023 წლის მარტში ქვეყნის პარლამენტის არჩევნები იმართება“, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ეროვნულ ტელევიზიასთან ETV-სთან ინტერვიუში განაცხადა. ესტონეთის პრემიერმა გადადდგომის შესახებ, ოფიციალურად განაცხადა მთავრობას კაია კალასი ხელმძღვანელობს. რეფორმის პარტიიდან პოსტები ჰანო პევკურმა (თავდაცვის მინისტრმა), ურმას კრუზემ (სოფლის მეურნეობის მინისტრმა), კიტ პენტუს-როსიმანუსმა (ფინანსთა მინისტრმა) და სიგნე რიისალომ (სოციალური დაცვის მინისტრმა) დაიკავეს. შეგახსენებთ, რომ წინა მმართველი კოალიცია, რომელშიც შედიოდნენ „ცენტრალური პარტია“ და „რეფორმის პარტია“, რეფორმებზე შეუთანხმებლობის გამო დაიშალა. ახალი კოალიცია 2030 წლისთვის ქვეყანაში განათლების სრულად ესტონურ ენაზე გადაყვანას, მარტოხელა მშობლებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათების გაზრდას და ელექტროენერგიის ფასების სტაბილიზაციის მიზნით, ელექტროენერგიის შესყიდვის წესების დანერგვას გეგმავს.  

ესტონეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა

ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის,  ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა.  ესტონეთი რუსებს და ბელორუსებს იარაღის ფლობას აუკრძალავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს თქმით, რუსეთის გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, უხეშად არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, უარყოფითად აისახება ესტონეთისა და ევროკავშირის უსაფრთხოებაზე. „აუცილებელია რუსეთზე უწყვეტი ზეწოლა სანქციების გზით. თუ სანქციები დაეხმარება რუსეთის აგრესიის დასრულებას, ეს დადებითად იმოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებაზე", - განაცხადა რეინსალუმ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.      

ესტონეთის მთავარ დიპლომატს სურს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის და ხსენებული ზომები სანქციების მომდევნო პაკეტში შეიტანონ. ურმას რეინსალუს თქმით, მოსკოვი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას ცდილობს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს ლატვიის პოლიტიკას, რომლის თანახმად, ქვეყანაში შესულ რუსეთის მოქალაქეებს მოეთხოვებათ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლითაც "შეჭრას გმობენ". ცნობისათვის, დღესვე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობის შედეგად გამოწვეული უკმაყოფილების გამო, გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების შეზღუდვას ითვალისწინებს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: თუ აგრესორს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას. „14 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. როგორც დღეს ვხედავთ, თუ აგრესორს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება. ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას“, - წერს კაია კალასი. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეჩერდეს.  სანა მარინი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ „უნდა შეჩერდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპაში ვიზიტი, ესაა პრივილეგია და არ აქვს კავშირი ადამიანის უფლებებთან“, - დაწერა კალასმა Twitter-ზე.  ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ესტონეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეჩერებულია. „რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს გასცემენ, მთელი სიმძიმე რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე - ფინეთზე, ესტონეთსა და ლატვიაზე ნაწილდება“, - ამბობს კალასი.  „დროა შევაჩეროთ რუსეთიდან ტურიზმი“, - განაცხადა კაია კალასმა.  ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს პეტიციას, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს, უკრაინაში შესვლა 50 წლით აეკრძალებათ - მედია    

ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ესტონეთში შესვლა, ამ ქვეყნის მიერ გაცემული  შენგენის ვიზებით ეკრძალებათ. სანქცია ძალაში ერთ კვირაში შევა.   თუმცა დაშვებულია რამდენიმე გამონაკლისი. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განუცხადა.  ესტონეთი რუსებს და ბელორუსებს იარაღის ფლობას აუკრძალავს ამ დროისთვის ესტონეთი უკვე აღარ გასცემს ტურისტულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესვლას შენგენის მოქმედი ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ.   ესტონეთის მთავარ დიპლომატს სურს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის „ერთ კვირაში ამოქმედდება სანქციები შენგენის ვიზებთან დაკავშირებით, რომელიც ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე გასცა. ვიზები მოქმედი იქნება, თუმცა მისი მფლობელს სანქციები დაუწესდება და ესტონეთში შესვლას ვერ შეძლებს. კერძოდ, მათ ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ“, - განაცხადა მინისტრმა.  ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს გამონაკლისებს. ესტონეთში შესვლას რუსეთის მოქალაქეობის მქონე დიპლომატები, მათი ოჯახის წევრები შეძლებენ. ამასთან დაშვებულია ქვეყანაში გადამზიდავების შესვლა, რომლებსაც მოქალაქეები გადაჰყავთ და საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვას ახორციელებენ. ესტონეთში შესვლას შეძლებენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთა დაშვებაც ჰუმანიტარული მოსაზრებებითაა შესაძლებელი. ასევე დაიშვებიან ის პირები, ვისი ნათესავებიც ესტონეთის მოქალაქეები არიან ან აქვთ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების უფლება.   ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ შეზღუდვა ეხება ესტონეთში გაცემულ შენგენის ვიზებს და აკრძალვა შენგენის ზონის სხვა ქვეყნებზე არ ვრცელდება.   თუმცა, მომავალ კვირას ესტონეთის მთავრობა განიხილავს თუ რა გზებით აუკრძალოს შენგენის ვიზის მქონე რუსეთის ყველა მოქალაქეს ესტონეთში შესვლა.   შეგახსენებთ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, (რომელიც ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობს) იან ლიპავსკიმ, ოთხშაბათს მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას, რომელიც ადრე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მიერ იყო შემოთავაზებული. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა მოუწოდა შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა ევროკავშირში მოგზაურობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში ვიზიტი პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება.  

ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსული ვერტმფრენი Mi-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შევიდა. საზღვარი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კოიდულას სასაზღვრო გადასასვლელის მიდამოში დაირღვა.  ინციდენტთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა და ესტონეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო საპროტესტო ნოტა გადასცა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რუსეთის აგრესია უკრაინაში მკაცრად დაგმო. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს ესტონეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და საერთაშორისო სამართალს. ცნობისთვის, ესტონეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას აქტიურად უჭერს მხარს. ცოტა ხნის წინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგონ. მისი თქმით, „კაცობრიობას ახალი ნიურნბერგი სჭირდება“.  

ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ - ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანნო პევკურმა განაცხადა. „ბალტიის ზღვა NATO-ს შიდა ზღვა გახდება, როდესაც ფინეთი და შვედეთი NATO-ს შეუერთდებიან. ვითარება შეიცვლება“,- განაცხადა მინისტრმა. „ჩვენ უნდა მოვახდინოთ სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსების ინტეგრირება. ესტონური და ფინური რაკეტების ფრენის სიგრძე ფინეთის ყურეს სიგანეს აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას და ერთმანეთს ყველანაირ ინფორმაციას გავუზიარებთ“,- აღნიშნა პევკურმა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო

ესტონეთში, ქალაქ ნარვაში საბჭოთა ტანკის Т-34-ის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.  ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა ქალაქებში ნარვასა და ნარვა-იესუში საჯარო სივრციდან აიღოს არა მხოლოდ ტანკი, არამედ დანარჩენი საბჭოთა ძეგლების დემონტაჟიც განახორციელოს.   საბჭოთა ტანკი, საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო ესტონეთში, ქალაქ ნარვაში იდგა, სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (80%-ზე მეტი) ეთნიკური რუსია, ხოლო დაახლოებით 36%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.  

18 აგვისტოდან ესტონეთი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს ჩაკეტავს

ესტონეთი 18 აგვისტოდან 50 000-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს, რომლებზეც შენგენის ვიზა გასცა, საზღვარს ჩაუკეტავს. ესტონეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ბლოკის საზღვარს აღარ გადააკვეთინებს. ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ევროპის საჰაერო სივრცე რუსული ავიახაზებისთვის დიდი ხანია დახურულია, თუმცა რუსეთის ბევრი მოქალაქე ხშირად ევროპის კავშირის ქვეყნებში მოსაზღვრე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიდან შედის. შენგენის ვიზა მათ აძლევს შესაძლებლობას, 26 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის სხვადასხვა ქვეყანაში 90 დღე იმოგზაურონ. ესტონეთი აცხადებს, რომ ყოველდღიურად მის საზღვარს საშუალოდ რუსეთის 2 500 მოქალაქე კვეთს. აქედან ნახევარს შენგენის ვიზა აქვს. თავად ესტონეთში მცხოვრები მოსახლეობის 9% უცხოელია და მათი უმრავლესობა რუსია. შეგახსენებთ, რომ მანამდე ფინეთმა პირველი სექტემბრიდან რუსებისთვის ვიზების გაცემის 90%-ით შეემცირება გადაწყვიტა. 11 აგვისტოს ესტონეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ერთ კვირაში შენგენის ვიზების მქონე რუსებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ქვეყანაში არ შეუშვებს. მანამდე კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს ასევე არ გასცემენ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ჩეხეთი.  ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

ესტონეთში მასობრივ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა, რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა აიღო - მედია

18 აგვისტოს, ესტონეთის ციფრული განვითარების სამინისტროს უფროსის მოადგილემ, ლუკას ილვესმა განაცხადა, რომ 17 აგვისტოს ქვეყანა 2007 წლიდან მოყოლებული ყველაზე მასიური კიბერშეტევების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთში მომხდარ მასობრივ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა აიღო. ჰაკერული თავდასხმები სამთავრობო უწყებებსა და კერძო კომპანიებზე განხორციელდა.  ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებზე, ვებგვერდებზე და ოთხი თავდასხმა კერძო სექტორის ორგანიზაციებზე. 18 აგვისტოდან ესტონეთი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს ჩაკეტავს საგულისხმოა, რომ ესტონეთში ჰაკერული შეტევები, ქალაქ ნარვაში რუსული ტანკის აღების შემდეგ მოხდა. მეორე დღეს კი ესტონეთმა შენგენის ვიზების მქობე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტეს.  შეგახსენებთ, რომ ესტონეთში ყველაზე მძლავრი ჰაკერული თავდასხმა 2007 წელს მოხდა, რომელიც 22 დღე გაგრძელდა. 

ესტონეთი ევროკომისიას მოუწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცოს

ესტონეთი ევროკომისიას მოუწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცოს. ამის შესახებ ქვეყნის წარმომადგენლები, ევროკომისიას ოფიციალურად მიმართავენ.   ესტონეთს, სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სექტორებთან მიმართებით, შეზღუდვები გამკაცრდეს.   ესტონეთი ასევე აცხადებს, რომ სანქციები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობაზეც გამკაცრდეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტალინი შეეცდება მიაღწიოს პოლიტიკურ კონსენსუსს შენგენის სავიზო ზონაში, რათა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაწესდეს.    უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ესტონეთმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციები დააწესეს. დღეისათვის უკვე შემოღებულია სანქციების შვიდი პაკეტი, რომელს მიზანია რუსეთის ეკონომიკის სრული პარალიზება, რათა ომის დაფინანსება შეუძლებელი გახდეს.   

ესტონეთი დარია დუგინას მკვლელობაზე FSB-ს ვერსიას პროვოკაციად მიიჩნევს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ აცხადებს, რომ FSB-ს ვერსია პროპაგანდისტ დარია დუგინას მკვლელობის შესახებ, პროვოკაციაა.  უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს ზეწოლას მოახდინოს ესტონეთზე უკრაინის მხარდაჭერის გამო. „რატომ განიცდის ესტონეთი ახლა უდიდეს კიბერშეტევებს? რატომ თქვა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ორი კვირის წინ, რომ მათი ბრალია, რომ ესტონეთი ჯერ კიდევ თავისუფალი ქვეყანაა? ვფიქრობ, რომ ყველა ეს მოვლენა და სხვადასხვა ქმედება უფრო ფართო კონტექსტის ნაწილია და ამის მიზანია, სხვადასხვა ინსტრუმენტებით ცალსახა ზეწოლა ესტონეთზე და უკრაინის მხარდამჭერ სხვა ქვეყნებზე. ესტონეთი FSB-ს განცხადებებს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციად მიიჩნევს“, - განაცხადა რეინსალუმ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.  

საგარეო საქმეთა მინისტრი: ესტონეთის მიზანია, რუსეთის მოქალაქეების უმეტესობისთვის ქვეყანაში შესვლა რამდენიმე კვირაში შეაჩეროს

ესტონეთი მიზნად ისახავს, შეაჩეროს რუსეთის მოქალაქეების უმეტესობისთვის ქვეყანაში შესვლა რამდენიმე კვირის განმავლობაში და თუ ეს შესაძლებელია, იმოქმედოს თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა. „ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა სწორედ დრო არის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის რუსეთის მოქალაქეები შედიან ესტონეთში“, - აღნიშნა მინისტრმა. ბოლო ექვს თვეში ქვეყანაში 1.3 მილიონიან ესტონეთში რუსეთის 300 000 მოქალაქე შევიდა. პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 31 აგვისტოს განაცხადა. კულება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს ეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.  

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: საქართველოსა და უკრაინაში აგრესიისთვის რუსეთის არ დასჯა შეცდომა იყო

საქართველოსა და უკრაინაში აგრესიისთვის რუსეთის არ დასჯა შეცდომა იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასიმ განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მის საზღვრებში დაბრუნებაა. „ახლა მტკიცედ უნდა დავდგეთ. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მის საზღვრებში დაბრუნებაა. რათა პუტინმა არაფერი დაკარგოს, მაგრამ არც მოიპოვოს. ყველაფერი დანარჩენი ნიშნავს, რომ მისმა აგრესიამ შედეგი გამოიღო. ეს იქნებოდა ერთგვარი მიპატიჟება და შემდგომში ვერცერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობდა“, - განაცხადა კალასმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუს მიცემის დროს. ამასთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ თუ რუსეთის აგრესიამ შედეგი გამოიღო ვერცერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს.  

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ სახმელეთო საზღვრებზე რუსეთის მოქალაქეების შესვლა შეზღუდონ.  ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური ზომების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.   ლატვიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა ერთი წლით შეაჩერა აკრძალვა შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის მოქმედი ვიზა აქვთ. გამონაკლისი გავრცელდება გადამზიდავებზე, დიპლომატებზე და იმ ადამიანებზე რომელბიც ამ სამ ქვეყანაში ჰუმანიტარული მიზნებით შევლენ.  სახმელეთო საზღვრებზე რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვის გადაწყვეტილებას ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ერთობლივად მიიღებენ და კანონი სამივე ქვეყანაში ერთდროულად ამოქმედდება.  ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღი დაასახელა    

ესტონეთმა უკრაინას კიდევ ერთ საველე ჰოსპიტალი გადასცა

ესტონეთმა უკრაინას მეორე საველე ჰოსპიტალი გადასცა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაწერა.  ესტონეთის მთავრობამ 18 აგვისტოს დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც ჰოსპიტალის გადაცემასაც მოიცავდა. საავადმყოფოს გარდა, პაკეტში შედის, ნაღმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. ესტონეთმა პირველი საველე ჰოსპიტალი უკრაინას ომის დასაწყისშივე გადასცა. ამ უკანასკნელი პაკეტის გამოკლებით, ესტონეთმა, რომლის სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით 600 მილიონი ევროა, უკრაინას თითქმის 250 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.  

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთს „ერთი დიუმიც“ არ უნდა დავუთმოთ

NATO-ს თავდაცვისა და სამხედრო ხელმძღვანელობის მინისტრების შეხვედრაზე ტალინში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ კრემლის მთავარი მიზანია, დაშინების გზით იმპერიული იდეის განხორციელება. ამიტომ, რუსეთი მსოფლიოს ემუქრება შიმშილითა და ბირთვული კატასტროფით და ენერგეტიკულ ომს აწარმოებს. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებებით მიიღებს იმას, რასაც ძალით ვერ მიაღწია. „ამიტომ რუსეთს „ერთი დიუმიც“ არ უნდა დავუთმოთ ", - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა. კალასი თვლის, რომ ომის დროს მსოფლიოს მოუწევს ახალ ვითარებასთან ადაპტაცია. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის სფეროში საჭიროა ოთხი პრინციპის დაცვა: „პირველ რიგში, ეს არის უპირობო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მხარდაჭერა აახლოებს მშვიდობას, ამიტომ ევროპამ უნდა დააჩქაროს და გაზარდოს კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. მეორე: რუსეთს ანგარიში უნდა მოეთხოვოს სამხედრო აგრესიისა და ომის დანაშაულებისთვის. მესამე: რუსეთისთვის აგრესიის ფასი „აუტანელი უნდა გახდეს“, ამისთვის საჭიროა სანქციების გამკაცრება და მისი საერთაშორისო იზოლაციის უზრუნველყოფა. მეოთხე, NATO-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულად სანდო თავდაცვა“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.   

ესტონეთი უკრაინელ სამხედროებს წვრთნის

ესტონეთი უკრაინას სამხედროების მომზადებაში ეხმარება. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა. თავის მხრივ, ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მარტინ ჰერემმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა განაგრძოს უკრაინის დაუყოვნებლივი სამხედრო დახმარება. შეგახსენებთ, რომ პარტნიორი ქვეყნები უკრაინელი სამხედროების წვრთნაში აქტიურად არიან ჩართულნი.  

ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს

ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 19 სექტემბრიდან, დღეიდან ხურავენ. ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ „19 სექტემბრის ღამეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა ამოქმედდება. ეს ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზები ესტონეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება მათზე, ვინც ახლობლების მოსანახულებლად მიდის და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჰუმანიტარული მიზნებით სურთ. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.

ესტონეთის მმართველი პარტია, რუსეთისა და ბელორუსის მოქალქეებისთვის ადგილობრივ არჩევნებში, მონაწილეობის გაუქმებას ემხრობა

ესტონეთის რეფორმების პარტია, რომელიც ამჟამინდელ კოალიციას ხელმძღვანელობს, მხარს დაუჭერს კანონპროექტს, რომელის თანახმადაც ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმევათ.  ამის შესახებ რეფორმების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ერკი კელდომ ორშაბათს ERR-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. „რეფორმატორთა პარტიის პოზიციაა, რომ უსაფრთხოების შეცვლილ ვითარებაში, ჩვენს ადგილობრივ არჩევნებზე პირდაპირი აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების ხმის მიცემა საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და სრულიად გამართლებულია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებმაც ფიცი დადეს რუსეთის სახელმწიფოს ერთგულებაზე, არ აქვთ უფლება ესტონეთში ადგილობრივი თვითმმართველობა აირჩიონ. ჩვენი აზრით, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სოფლის მუნიციპალიტეტისა და საქალაქო კრებების არჩევნებში“, - განაცხადა მან. კელდომ დასძინა, რომ რეფორმისტები მზად არიან, მხარი დაუჭირონ ესტონეთის კონსტიტუციაში ცვლილებებს, რათა შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს.  

მარინა კალიურანდი: NATO-ში გაწევრიანების კუთხით, ესტონეთის წარმატების საიდუმლო იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა

ესტონეთის წარმატების საიდუმლო იარაღი იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, რომლებსაც ჰქონდათ საერთო მიზანი და ერთად იღწვოდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ევროპარლამენტარის განცხადებით, საჭიროა, ქვეყანაში ერთობლივად იმუშაოს ყველამ მიზნის მისაღწევად. „ჩვენ ესტონეთიდან ჩამოვედით. ძალიან ხშირად გვეკითხებიან, როგორ მოახერხა ესტონეთმა ასეთი წარმატების მიღწევა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების კუთხით. 90-იანების დასაწყისში არავის უნდოდა იქ ჩვენი ნახვა და არავინ გველოდა იქ. ვიტყოდი, რომ წარმატების საიდუმლო იარაღი იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, რომლებსაც ჰქონდათ საერთო მიზანი და ერთად იღწვოდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად. იმედი მაქვს, პატარა ესტონეთი გახდება ინსპირაცია საქართველოსთვის ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა კალიურანდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ესტონეთი თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის

ესტონეთმა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ (მშპ-ს მინიმუმ 2,7%-მდე) გამოაცხადა. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა  ეროვნული მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ამას უსაფრთხოების არსებული ვითარება მოითხოვს. მინისტრმა გაიხსენა, რომ NATO-ში გაწევრიანება მოითხოვს მშპ-ს 2%-ს, როგორც წევრ ქვეყანას, მაგრამ ესტონეთმა უკვე გადააჭარბა ამ მაჩვენებელს.  

ესტონეთი, პირველი იანვრიდან რუსული გაზის იმპორტს ოფიციალურად აკრძალავს

ესტონეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელის საუძველზეც 2023 წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირს აღარ შეისყიდის.  ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა აკრძალვა ასევე გავრცელდება ტრანზიტთან, ბუნებრივი აირის იმპორტთან და სადისტრიბუციო ქსელებში ტრანზიტის ან ინექციის მიზნით შესყიდვასთან დაკავშირებულ მომსახურების გაწევაზე. ლატვიამ რუსული გაზის მომხმარება აკრძალა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, ესტონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის ბოლომდე შეაჩერა. ახლა ეს გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურია. „ჩვენი მიზანია რუსეთზე ზეწოლა, რათა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეაჩეროს, რადგან ბუნებრივი გაზი რუსეთისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა“,- დასძინა რეინსალუმ. 20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.  

ესტონეთმა უკრაინას გადასცა დრონები, რომელთა გატანაც ქვეყნიდან რუსული არმიისთვის სცადეს

ესტონეთმა უკრაინელ სამხედროებს უპილოტო თვითმფრინავები (დრონები)  გადასცა, რომელთა ქვეყნიდან გაყვანა მიმდინარე წლის ივლისში ორმაგი მოქალაქეობის მქონე კაცმა, რუსული არმიისთვის სცადა. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინაში ესტონეთის საელჩოდან იუწყებიან. „გახსოვთ ესტონეთისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე კაცი, რომელიც უპილოტო თვითმფრინავების გატანას რუსული არმიისთვის ცდილობდა? გარდა იმისა, რომ დააკავეს, პოლიციამ ჩამოართვა ნაყიდი უპილოტო თვითმფრინავები და უკრაინის ჯარს გადასცა", - აცხადებენ საელჩოში.  რუსული არმიისთვის განკუთვნილი უპილოტო თვითმფრინავების ესტონეთიდან რუსეთში კონტრაბანდის მცდელობისთვის, ივლისში ტალინის სასამართლომ პსკოვის ოლქის მცხოვრებ ვლადიმერ შილოვს ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.   

პუტინი დაბადების დღეს აღნიშნავს. იმედია, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, შემდეგ დაბადების დღეს ციხეში შეხვდება - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის პრეზიდენტის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის დანაშაულებებისთვის სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას, ხოლო პუტინს შემდეგი დაბადების დღის აღნიშვნა გისოსებს მიღმა უსურვა. „პუტინი დღეს თავის დაბადების დღეს აღნიშნავს. იმედი მაქვს, ის მომდევნოს შეხვდება ციხეში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის", - აღნიშნა რეინსალუმ.  

ესტონეთის პრემიერი: პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას, საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს

„პუტინი ომის დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს იმ აგრესიისთვის, რომელიც ჩაიდინა“, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა. კალასის თქმით, თუ ის ჩაუმად იქნება, ესტონეთი პუტინის სამიზნე გახდება. „უკრაინის შემდეგ, მან მოლდოვას დაადგა თვალი. მან თვალი დაადგა საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ეს მას არასდროს დაუმალავს. მისი შეჩერების ერთადერთი გზა არის უკრაინის დახმარება ამ ომში“, - განაცხადა კალასმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: მივესალმებით ამ მამაც ნაბიჯს, რომლის უკან, სავარაუდოდ, უკრაინა დგას

ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას. ამის შესახებ ესტონური მედია წერს. ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა „ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.  

ესტონეთის პარლამენტი რუსეთის „ტერორიზმის სპონსორად“ აღიარებას ითხოვს

დღეს, ესტონეთის პარლამენტის 85-მა წევრმა, საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინა განცხადების პროექტი, რომლის თანახმადაც გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიასა და სურს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადოს.  ამასთან, დღესვე, ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს განცხადების პროექტს და პლენარულ სესიაზე განსახილველად და კენჭისყრისთვის გადააგზავნის. ესტონეთის პარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ და აგრესიის დროს მიტაცებული ტერიტორიის უკანონო ანექსიას. პარლამენტი ირწმუნება, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას აგრესიისა და ცრუ რეფერენდუმების შედეგად. „სიმართლე არასოდეს მიიღწევა ცოდვებით. პუტინის რეჟიმი, რომელიც იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით, მშვიდობისთვის როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში უდიდეს საფრთხედ იქცა“, - ნათქვამია განცხადებაში. პროექტის მიხედვით, ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს, რუსეთის ფედერაციისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნას და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოიჩინონ ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური სანქციების გამოყენებაში. ამასთან, რუსეთის ფედერაციასა და მის მოკავშირე ბელორუსს დაუწესდეს ახალი სანქციები და განხორციელდეს მკაცრი მონიტორინგი ადრე დაწესებული სანქციების დაცვის მიზნით. „ესტონეთი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, სახელმწიფოს და სჯერა უკრაინის გამარჯვების, რადგან მხოლოდ ეს აღადგენს მშვიდობას ევროპაში“, - ნათქვამია დოკუმენტში. მანამდე მსგავსი რეზოლუციები ლიეტუვისა და ლატვიის პარლამენტებმა მიიღეს.  

ესტონეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურა

ესტონეთმა გემებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულია რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრში, ქვეყნის პორტები დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია ტაავი აასმას განაცხადებით, მთელი ევროპა ცვლის თავის ეკონომიკურ საქმიანობას და სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება რუსეთისგან. „რუსულ რეესტრში რეგისტრირებულ გემებს ჩამოერთვათ ესტონეთის პორტებში შესვლის უფლება“, - ნათქვამია რუსული მედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ესტონეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ზამთრის აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. კაია კალასის განმარტებით, ესტონეთი კიევისთვის დახმარების მიწოდებას აჩქარებს.  ლოიდ ოსტინი: უკრაინა, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღებს „მოდით, ყველამ დავაჩქაროთ ჩვენი დახმარება, რათა უკრაინელებმა გაათავისუფლონ თავიანთი ტერიტორიები. ეს არის მშვიდობის გზა", - განაცხადა კალასმა. იენს სტოლტენბერგი: უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.  

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებიით, ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში დაეხმარონ, რომელიც რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას გაასამართლებს. „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი იქნება მისი ყველაზე აშკარა დარღვევები - გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და აგრესიის დანაშაულები. ბოლოდროინდელი მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე, სკოლებსა და სათამაშო მოედნებზე, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მასშტაბით, მხოლოდ უახლესი ეპიზოდია რუსეთის არაპროვოცირებული ტერორისტული კამპანიის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და იყოს იმ ძალისხმევის ცენტრში, რომელიც სპეციალური ტრიბუნალის შესაქმენლადაა საჭირო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ესტონეთმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

18 ოქტომბერს, ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას გმობს, ხოლო რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.  რეზოლუციას ესტონეთის პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  ევროპარლამენტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების საკითხს კენჭს უყრის  რეზოლუციაში ესტონეთის პარლამენტი კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიას და ფსევდორეფერენდუმების საფუძველზე უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობებს და აცხადებს, რომ ესტონეთი ამ ფაქტს არასოდეს აღიარებს. შეგახსენებთ, უკრაინა ითხოვს, რომ აშშ-მა რუსეთი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. გარდა ამისა, აგვისტოში ლატვიის საემმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.  

ესტონეთი რუსულ ნავთობს 5 დეკემბრიდან სრულად აკრძალავს

ესტონეთის გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბრის დასაწყისში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს, ევროკავშირის სანქციებით დადგენილ ვადას ორი თვით უსწრებს, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ Postimees-თან ინტერვიუს დროს. ევროკავშირმა სანქციების მერვე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ნავთობის ფასებზე ლიმიტს, ფოლადის, ხის, ტექნიკის, ავიაციის, პლასტმასის, ქიმიკატების იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვას მოიცავს. საუბარია სულ 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტზე.  

ესტონეთის ხელისუფლებამ, ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსებსა და ბელორუსებს, იარაღის ფლობის ნებართვა გაუუქმა

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლაური ლაენემეცის თქმით, მთავრობამ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, იარაღის ფლობაზე ნებერთვას, ესტონეთში მყოფ 1300-ზე მეტ უცხოელს, მათ შორის რუსებსა და ბელორუსებს გაუუქმებს.  გადაწყვეტილება შეეხება 683 უცხო ქვეყნის მოქალაქესა და 595 „ნაცრისფერი პასპორტის“ მფლობელს, შესაბამისი გადაწყვეტილება პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. იარაღის ჩასაბარაებლად მათ ერთი წელი ექნებათ და თუ ამას საკუთარი ინიციატივით არ გააკეთებენ, ამ საკითხზე პოლიცია იზრუნებს. გადაწყვეტილება ეხება იურიდიულ პირებსაც - იარაღის ფლობა აეკრძალებათ ფირმებს, რომელთა საბჭოშიც შედიან პირები, რომლებსაც იარაღის ფლობა ეკრძალებათ.  რუხი პასპორტები აქვთ ესტონეთის მოქალაქეობუს არ მქონე პირებს, მაგრამ ესტონეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ ადამიანების სტატუსს არეგულირებს ესტონეთის რესპუბლიკის 1993 წლის კანონი „უცხოელთა შესახებ“. ეს ადამიანები, სსრკ-ს ყოფილი მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხოვრობდნენ ესტონეთის ტერიტორიაზე და ქვეყნის მოქალაქეობა სსრკ-ს დაშლის შემდეგაც არ მიიღეს.   

ესტონეთის მთავრობა, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის კანონს მხარს უჭერს

ესტონეთის მთავრობამ 10 ნოემბერს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმადაც საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი უნდა მოხდეს.  ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი აიღეს ახლა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა. „შესწორებები ქმნის რეგულაციებს საჯარო სივრცეებიდან უვარგისი ნაგებობების, უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა სამხედრო ძეგლების  გატანის შესახებ. აქამდე, აკრძალული სიმბოლოებით ძეგლების დემონტაჟისას უნდა ემოქმედა კანონს ზოგადი წესებისა და პენიტენციური ნორმების საფუძველზე. პოლონეთში, წითელი არმიისადმი მიძღვნილი ოთხი ძეგლი ერთდროულად აიღეს შესაბამისი დებულებები განხორციელდება სამშენებლო სექტორის მარეგულირებელ აქტებში“, - ციტირებს ესტონეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურს ინტერნეტ საინფორმაციო პორტალ delfi.ee-ზე. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.   

დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა და ესტონეთი რუსეთის წინააღმდეგ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნას გეგმავენ

უკრაინისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დმიტრო კულებამ და ურმას რეინსალუმ რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე ისაუბრეს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. „მე ვესაუბრე ჩემს მეგობარს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას რეინსალუს. ჩვენ კოორდინირებული გვაქვს ნაბიჯები, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში ჩადენილი აგრესიისა და დანაშაულისთვის“, - განაცხადა უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლატვია და ესტონეთი პოლონეთის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ

ესტონეთი და ლატვია, პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოვარდნას ეხმაურებიან. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ესტონეთი მზადაა, დაიცვას NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია „შემაშფოთებელია უახლესი ამბები პოლონეთიდან. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზადაა, დაიცვას NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყება.  რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian „რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა ისროლა რაკეტები, რომლებიც არამხოლოდ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას უმიზნებდა, არამედ, NATO-ს ტერიტორიაზე, პოლონეთშიც ჩავარდა. ლატვია სრულად უჭერს მხარს პოლონელ მეგობრებს და გმობს ამ დანაშაულს“, - აცხადებს თავის მხრივ, ლატვიის თავდაცვის მინისტრი.

ესტონეთი უკრაინას, 27 ავტობუსსა და 13 ელექტროგენერატორს საჩუქრად გადასცემს

ესტონეთი უკრაინას, 27 საქალაქო ავტობუსსა და 13 ელექტროგენერატორს საჩუქრად გადასცემს.  უკრაინაში ავტობუსების გაგზავნის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, და აღნიშნა, რომ უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, ჰუმანიტარული დახმარებაც სჭირდება. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტალინის ხელისუფლებასთან ერთად, უახლოეს მომავალში უკრაინაში, სასწრაფო დახმარების ორი მანქანის გაგზავნას გეგმავს.  

ესტონეთის ხელისუფლება ბომბსაფარებისთვის ადგილებს ეძებს

ესტონეთის მთავრობა ნაჩქარევად ეძებს ობიექტებს, რომლებიც შეიძლება ბომბსაფარებად გამოდგეს. „ეს რუსეთის მხრიდან, შესაძლო თავდასხმის მზარდი შიშის ფონზე კეთდება“, - წერს bloomberg. ხელისუფლება ათვალიერებს საზოგადოებრივ შენობებს, სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებს, ეძებს ადგილებს, სადაც შეიძლება ბომბებისა და რაკეტებისგან ადამიანების დაცვა უზრუნველყონ. ივნისის შემდეგ, ესტონეთის ქალაქების ქუჩებში, ათობით ნიშანი - ლურჯი სამკუთხედები ნარინჯისფერ ფონზე - გამოჩნდა. ეს თავშესაფრის ნიშანია, სადაც დაბომბვის დროს შესაძლებელია შესვლა.  „ათი წლის წინ გაბატონებული ნარატივი იყო, რომ აღარ იქნება ჩვეულებრივი ბრძოლები, აღარ იქნება რაკეტები. ის, რომ დღეს ომი არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვჭირდება მომზადება უარესისთვის“, - განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლაენემეცმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ თუ საომარი მოქმედებები დაიწყება, ესტონეთის მოსახლეობა უსაფრთხოდ ვერ იქნება. პოტენციური დაბომბვისას, თავშესაფრად მონიშნულ ათეულ ადგილებს შორისაა მრავალი გვირაბი, რომელიც ციხესიმაგრის ქვეშ გადის.  ბასტიონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა თვითმფრინავებმა არაერთხელ დაბომბეს, ასობით ადამიანის შეფარებას შეძლებს.  

თავდაცვის ძალების მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაურს უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ბრიგადის გენერალი რიჰო უტეგი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული კავშირები, ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „მხარეებმა ტერიტორიული თავდაცვის შესახებაც ისაუბრეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ყურადღება გამახვილდა ტერიტორიულ და სამობილიზაციო რეზერვზე, ასევე თავდაცვის მოხალისეებსა და თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების საკითხებზე. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ესტონეთის მხარეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და ესტონეთის თავდაცვის ლიგის მთავარი სერჟანტი პიტერ ლენდი დაესწრნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრ „პალდოსა“ და მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც მოინახულებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე, დრონების მონიტორინგის სისტემასა და 15 რადარს განათავსებს

ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე, დრონების მონიტორინგის სისტემასა და 15 რადარს განათავსებს.  ამის შესახებ ესტონური მედია, ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.   „დღეს ნარვას რეგიონში, რუსეთის ფედერაციასთან, საზღვრის დაახლოებით 70% მონიტორინგის აღჭურვილობითაა დაფარული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს არ აძლევს მესაზღვრეებს სრულ მიმოხილვას, თუ რა ხდება სასაზღვრო ზონაში. განვათავსებთ 15 ახალ სარადარო პოზიციასა და შევქმენით ცალკე სისტემას დრონების აღმოსაჩენად და გასანეიტრალებლად“, - თქვა ტარვო კრუუპმა, იდას სასაზღვრო პრეფექტურის ოპერატიული ხელმძღვანელმა. ესტონელი მაღალჩინოსნის თქმით, საზღვრის გამაგრების მიზნით, რესპუბლიკის ხელისუფლება იძულებული გახდება, სახელმწიფოს სასარგებლოდ შეიძინოს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაშია.  

აშშ ბალტიის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობას კიდევ უფრო გაზრდის

აშშ-ის ელჩმა რობერტ გილჩრისტმა შეატყობინა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, რომ შეერთებული შტატები კიდევ უფრო გააძლიერებს აშშ-ის უწყვეტ და მუდმივ სამხედრო ყოფნას ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. შესაბამისი განცხადება საელჩომ გაავრცელა.  „მადრიდში, NATO-ს სამიტზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაფიქსირო ვალდებულება, გააძლიეროს როტაციული განლაგება ბალტიის რეგიონში. აშშ-ის ორმხრივი ძალისხმევის გარდა, NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფები უზრუნველყოფენ რეგიონში კრიტიკულ შეკავებას, ტრენინგს და მოკავშირეთა ინტეგრირებას“. „აშშ-ის ეს განლაგებები ამ ვალდებულებას აჩვენებს და ვიდრე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ძალის პოზიციის ადაპტირებას რეგიონში, ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ რეგიონში მუდმივი არსებობა და გავაუმჯობესოთ ტრენინგი ჩვენს ბალტიის მოკავშირეებთან საბრძოლო სანდო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად და საბრძოლო საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად და ჩვენი თავდაცვისა და შემაკავებელი პოზის გასაუმჯობესებლად“,  - განაცხადა ელჩმა რობერტ გილჩრისტმა. პოლონეთი აშშ-ის სამხედრო ბაზის გაფართოებას გეგმავს „აშშ-ის სამხედრო ყოფნა რჩება რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი შემაკავებელი და თავდაცვის კრიტიკულ ნაწილად. ჩვენ მივესალმებით და მტკიცედ ვუჭერთ მხარს აშშ-ის უწყვეტი და მუდმივი სამხედრო ყოფნის გაძლიერებას ლიეტუვაში და მზად ვართ, უზრუნველვყოთ მასპინძელი ერის აუცილებელი მხარდაჭერა“, - განაცხადა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა  

ესტონეთი პირობას დებს, რომ უკრაინას გამარჯვებამდე დაეხმარება

ესტონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში მის საბოლოო გამარჯვებამდე. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა რადას სპიკერის მოადგილესთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, აგრესორს არ უნდა მიეცეს უფლება, შეარყიოს საერთაშორისო წესრიგის ძირითადი პრინციპები. „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მომავალი დამოკიდებულია ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე. რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი თავის აგრესიულ დანაშაულებზე", - ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა. უკრაინის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ესტონეთი აპირებს, ევროპაში პირველი იყოს, რომელიც გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს - მინისტრი

ტალინი გეგმავს, შეიმუშაოს საკუთარი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, დაყადაღებულ რუსულ ფინანსურ აქტივებს კიევს გადასცემს, რათა ის რუსეთის შეჭრისგან დაზარალებული ქვეყნის აღდგენას მოხმარდეს, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ გამოცემა Postimees-თან ინტერვიუში. ურმას რეინსალუს განცხადებით, ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შექმნას სამართლებრივი სტრუქტურა ესტონეთში გაყინული რუსული აქტივების გამოსაყენებლად. მისივე თქმით, ესტონეთი აპირებს, ევროპაში პირველი იყოს, რომელმაც გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცა. მინისტრის თქმით, გაყინული რუსული აქტივების საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს, თუმცა კიევის სასარგებლოდ მათი გამოყენების პროცესი არ ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წევრმა ქვეყნებმა ევროკომისიას შესაბამისი სამართლებრივი სქემის შემუშავება დაავალეს.  

ესტონეთი, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟისთვის თითქმის მილიონ ევროს დახარჯავს

ესტონეთის მთავრობამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბჭოთა სამხედრო ძეგლების დემონტაჟისთვის, დაახლოებით ერთი მილიონი ევრო გამოყო.    ესტონეთის მთავრობა, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის კანონს მხარს უჭერს ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო ორი კვირის წინ მთავრობამ ძეგლების დემონტაჟის სამუშაო ჯგუფის ხარჯების დასაფარად 60 000 ევრო გამოყო. ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი აიღეს დაფინანსება მოიცავდა ნეიტრალური საფლავის ქვის შექმნას, ქვესამუშაო ჯგუფის წევრების ანაზღაურებას, სამუშაო ჯგუფისა და ქვესამუშაო ჯგუფების საქმიანობის შენარჩუნებას და ნარვაში ძეგლების დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიის განახლებას. პოლონეთში, წითელი არმიისადმი მიძღვნილი ოთხი ძეგლი ერთდროულად აიღეს  

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს, რა თემები განიხილა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო კომუნიკაციისას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შეჩერებისა და უკრაინისთვის საჭირო დახმარების საკითხები განვიხილე, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუმ Twitter-ზე დაწერა. მისივე თქმით, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „ასევე გამოვხატე შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება“, - აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.  

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა, უკრაინას სჭირდება იარაღი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა Twitter-ზე დაწერა, რომ  რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა, უკრაინას კი მეტი იარაღი სჭირდება.  დნიპროში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა „დნიპროსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე თავდასხმებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა. სალომე ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ, დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას მოვუწოდებ მოკავშირეებსა და პარტნიორებს: მოდით გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. უკრაინას სჭირდება იარაღი, მათ შორის ტანკები და საჰაერო თავდაცვა. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ყველა ჩადენილ დანაშაულზე“, - წერს კალასი. ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, გუშინ 14 იანვარს დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის  მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავდა - 75. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.  

ესტონეთი უკრაინას რეკორდული მოცულობის, 113 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

ესტონეთი უკრაინას დისტანციურ ცეცხლსასროლ იარაღსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღ, ასევე, 113 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას მიაწვდის, იტყობინება ესტონეთის მთავრობა. პაკეტში შედის ათობით 155-მმ და 122-მმ-იანი ჰაუბიცები, ათასობით ჭურვი და სატვირთო მანქანა, ასზე მეტი Carl Gustaf-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მისთვის საჭირო ათასზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალა. „ეს იქნება ესტონეთის მიერ დღემდე გამოყოფილი დახმარების უდიდესი პაკეტი, რომელიც ქვეყნის მთლიან სამხედრო დახმარებას 370 მილიონ ევრომდე  გაზრდის, რაც მისი მშპ-ის 1%-ზე მეტია“, - აცხადებს ესტონეთის მთავრობა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის თქმით, უკრაინამ პირდაპირ მოითხოვა ამ იარაღის მიწოდება. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას. „უკრაინის დახმარებით, ჩვენ ვიცავთ ყველა ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიის უფლებას, მათ შორის ესტონეთს", - განაცხადა კაია კალასმა.

ესტონეთი უკრაინას თავის კუთვნილ 155 მმ-იან ჰაუბიცებს სრულად გადასცემს

ესტონეთი, გასულ კვირას უკრაინის მხარდასაჭერად გამოცხადებულ სამხედრო დახმარების რეკორდული პაკეტის ფარგლებში, უკრაინას  თავის კუთვნილ 155 მმ-იან ჰაუბიცებს სრულად გადასცემს. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან ამის შესახებ უკრაინაში ესტონეთის ელჩმა კაიმო კუუსკმა განაცხადა. „ჩვენს კუთვნილ 155 მმ-იან ჰაუბიცებს სრულად გადავცემთ უკრაინას. გვინდა ამ გზით შევქმნათ პრეცედენტი, რათა სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ საბაბი განაცხადონ, რომ არ შეუძლიათ უკრაინას ომის მოსაგებად საჭირო იარაღი მიაწოდონ", - თქვა ესტონეთის ელჩმა უკრაინაში.  ელჩმა ასევე გაასაჯაროვა იმ იარაღის სია, რომელსაც ესტონეთი უკრაინას გადასცემს. სამხედრო დახმარების პაკეტში შედის 155 მმ FH-70 და 122 მმ D-30 ჰაუბიცების "ათეული"; 155 მმ კალიბრის ათასობით საარტილერიო ჭურვი; ასობით ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი M2 „Karl-Gustaf“ საბრძოლო მასალით; საარტილერიო დანაყოფების დამხმარე საშუალებები. ესტონეთის სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ უკრაინაში უკვე გადააჭარბა ესტონეთის მშპ-ს 1%-ს. როგორც ცნობილია, დანია უკრაინას აძლევს 19-ვე ჰაუბიცა „კეისარს“, რომელიც მან საფრანგეთს შეუკვეთა. ლიეტუვა უკრაინას გაუგზავნის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს Stinger-ს, ვერტმფრენებს, ტყვიამფრქვევებს ამუნიციით და დრონებს. ფინეთმა ასევე უკრაინისთვის რეკორდული 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რაც ორჯერ მეტია წინა პაკეტების ერთობლივ ღირებულებაზე.  

ესტონეთის მიერ საელჩოს თანამშრომელთა შემცირების შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ტალინთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა

რუსეთმა ესტონეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დროებითი რწმუნებულის დონემდე დაწია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ეს არის პასუხი ტალინში რუსეთის საელჩოს შემადგენლობის რადიკალურ შემცირებაზე“. ესტონეთის ელჩმა რუსეთი 2023 წლის 7 თებერვალს უნდა დატოვოს.  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 იანვარს აცნობა რუსეთის ელჩს ტალინში, ვლადიმირ ლიპაევს, რომ ქვეყანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა პირველ თებერვლამდე უნდა შემცირდეს. უფრო კონკრეტულად, საელჩოში უნდა დარჩეს მხოლოდ რვა დიპლომატი და 15-მდე ადმინისტრაციული, ტექნიკური და მომსახურე პერსონალი. ესტონური მედია წერს, რომ რუსეთის საელჩოს ტალინში დიპლომატის სტატუსით 21 თანამშრომელი ჰყავს. შეგახსენებთ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ „უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის პირობებში რუსეთის საელჩოს პერსონალი დაკავებული არ არის ესტონეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებით, შესაბამისად, წარმომადგენლობის ამჟამინდელი მოცულობა გაუმართლებელია.    

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა პირობა დადეს, რომ უკრაინას პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სხვა სახის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ამის შესახებ რეგიონის ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი. დოკუმენტს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში მოაწერეს ხელი. „ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება უკრაინისთვის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების დიდ მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია დეკლარაციაში. ტექტში ასევე ნათქვამია, რომ საერთო ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, ქვეყნებს პოტენციური საფრთხეებისადმი ერთნაირი ხედვა აქვთ და, შესაბამისად, მოწადინებულნი არიან, გააძლიერონ უსაფრთხოება, დაიცვან ქვეყნების დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.  

ესტონეთის ქალაქ ტირვაში უკრაინის პრეზიდენტის ქვიშის ქანდაკება დადგეს

ესტონეთში ზელენსკის ძეგლი გამოჩნდა. გამოსახულება როგორც თავისუფლების ქანდაკება, ქვიშისგან დაამზადეს. სკულპტურა ქალაქ ტირვაში გამოჩნდა. პროექტის ავტორი ლატვიელი მოქანდაკე აგნეზე რუძიტე კირილოვაა. ზელენსკის ქანდაკებას 72 ტონა ქვიშა დასჭირდა. მასზე უკრაინელი ლტოლვილები მუშაობდნენ.  

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გამოდის მოწოდებით, უკრაინას წლის ბოლომდე 100 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება მიეწოდოს

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პეკვურმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უკრაინას წლის ბოლომდე 100 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება მიეწოდოს. მინისტრმა ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ტალინში ისაუბრა. „ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი. მე მაქვს სამი ძირითადი წინადადება, თუ როგორ. პირველ რიგში, ყველა ევროპელმა პარტნიორმა და NATO-ს მოკავშირეებმა თავდაცვაზე. მშპ-ს 2%-ზე მეტი უნდა დახარჯონ“, - განაცხადა ესტონელმა მინისტრმა. მისივე თქმით, ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ითვალისწინებს ახალ სტანდარტს, რაც გულისხმობს თავდაცვისთვის მშპ-ს არანაკლებ 3%-ის გაღებას“.  

ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში უკრაინის მომხრე პრემიერ კალასის პარტია იმარჯვებს

ესტონეთის პრემიერ მინისტრი, კაია კალასი აპირებს, ახალი კოალიციური მთავრობა შექმნას მას შემდეგ, რაც კვირის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. კალასის პარტიამ პარლამენტში 101 ადგილიდან 37 მოიპოვა, CNN-ის ცნობით, იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი ERR. კალასი  პრემიერ-მინისტრად პირველად 2021 წელს აირჩიეს, პროევროპული პოზიცია და ასევე ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ. სიდიდით მეორე პარტიამ EKRE 17 მანდატი მოიპოვა. ესტონეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 1991 წელს ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. კენჭისყრაში 615 009 ამომრჩეველი მონაწილეობდა.  

ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩი

ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩია არჩილ ყარაულაშვილი. ესტონეთმა მოითხოვა კანონის გაუქმება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყებამ დიდი უკმაყოფილება გამოთქვა ელჩთან და მოუწოდა მთავრობას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. განცხადების თანახმად, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ეწინააღმდეგება ქვეყნის გეგმებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით. „კანონის იმპლემენტაცია გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას და გაართულებს ესტონეთის მიერ განვითარების თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში. „დღეს, 8 მარტს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა საქართველოს ელჩი, რათა გამოეთქვა დიდი უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, დაამტკიცოს ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი”, - წერია უწყების განცხადებაში. მანამდე, ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების - ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით.  

ბალტიის ქვეყნების მინისტრების თქმით, საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება

ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების - ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 8 მარტს განთავსდა. „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შეიძლება, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ხალხის მისწრაფებებს, იცხოვრონ ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ დემოკრატიულ ქვეყანაში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. „ჩვენ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო, - თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩსი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ელჩი აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ პროგრესი სურს, მან უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები. „ჩვენ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. თუ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ პროგრესი სურს, მან უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები“, - განაცხადა რინკევიჩსმა. კანონი ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან, - ასეთი განცხადება კი საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა. „თითქმის ორი წლის წინ, 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება იქნა მიღწეული და მოგვიანებით კი დატოვებული. ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ", - წერს კელჩი ალინდრა.  

კაია კალასი: ესტონეთი ქართველი მეგობრების გვერდით დგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ქართველი მეგობრების გვერდით დგას. ამ სიტყვებით ის თბილისში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. კალასის შეფასებით, ქართველებმა მკაფიოდ გააკეთეს არჩევანი - ეს არის გზა ევროკავშირისკენ. „მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, გაიწვიოს კანონპროექტი და მიჰყვეს ხალხის ნებას. ქართველებმა ხმამაღლა და მკაფიოდ გააკეთეს არჩევანი - ეს არის გზა ევროკავშირისკენ. ჩვენს ქართველ მეგობრებს: ესტონეთი თქვენს გვერდით დგას ამ გზაზე“, - წერს კაია კალასი Twitter-ზე.  

ესტონეთის პრეზიდენტი: ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპისკენ

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა Twitter-ზე დაწერა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე. საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განვაცხადე, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპისკენ. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე. მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება”, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა. „დღეს ჩვენი სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა კარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია“, - განაცხადა თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე განთავსებული პოსტით.  

გაუქმდეს NATO-რუსეთის ურთიერთობების დამფუძნებელი აქტი - ესტონეთი

პარასკევს, ლოძში, პოლონეთში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების (B9) შეხვედრაზე გამოსვლისას, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ დროა, NATO-რუსეთის ურთიერთობების დამფუძნებელი აქტი გაუქმდეს. ესტონელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ასევე მნიშვნელოვანია NATO-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გეგმის შეთანხმება, რომელიც ასახავს იანვარში მიღებულ NATO-ევროკავშირის ერთობლივ დეკლარაციას. „ჩვენ არ შეგვიძლია, ვისაუბროთ რაიმე თანამშრომლობაზე პუტინის რუსეთთან, რომელიც აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინაში“, - განაცხადა რეინსალუმ. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, ალიანსის გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს. NATO-რუსეთის თანამშრომლობა 1990 წლიდან დაიწყო. 2014 წლის 2 მარტს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ მოიწვიეს საგანგებო სხდომა, სადაც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა წევრი შეთანხმდა, რომ რუსეთის სამხედრო ქმედებები „საერთაშორისო კანონის დარღვევაა და ეწინააღმდეგება როგორც NATO-რუსეთის საბჭოს, ასევე პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის პრინციპებს“. ამასთან ერთად, 2014 წლის 5 მარტს შედგა NATO-რუსეთის საბჭო, სადაც დღის წესრიგში დადგა უკრაინის კრიზისის განხილვა. მიუხედავად ამ მცდელობებისა, რუსეთი კვლავ განაგრძობდა აგრესიის ესკალაციას უკრაინაში, რომლის საპასუხოდ, 2014 წლის აპრილში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ყველანაირი სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან.  

ესტონეთმა რუსულ ტელეარხებზე ინტერნეტით წვდომა აკრძალა

ესტონურმა მარეგულირებელმა (TTJA) შეზღუდა წვდომა 53 დომენზე, რომლის მეშვეობითაც, ევროკავშირში აკრძალული რუსული ტელეარხების ყურება იყო შესაძლებელი. TTJA-მ ინტერნეტ პროვაიდერებს აკრძალვის შესახებ უკვე შეატყობინა.  TTJA-ს გენერალურმა დირექტორმა კრისტი ტალვინგმა აღნიშნა, რომ კვლევების თანახმად, რუსული არხების, როგორც ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ მოხსენიება წლის განმავლობაში 33%-დან 11%-მდე შემცირდა, ხოლო მათ მიმართ ნდობა 40%-დან 18%-მდე შემცირდა. ტალვინგმა ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთში 50 რუსული ტელეარხის მაუწყებლობა უკვე აიკრძალა და 80 სანქცირებულ საიტზე წვდომა შეიზღუდა.  

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერ-მინისტრს პრინც იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა. აუცილებელია ისეთი მექანიზმების მოძიება, რომლებიც უკრაინას NATO-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრირების საშუალებას მისცემს - ნაუსედა „ჩვენი მოლაპარაკებები, როგორც ყოველთვის, არსებითია. ჩვენ მოვასწარით განგვეხილა საკითხების მთელი სპექტრი, რომლებსაც მნიშვნელობა სწორედ ახლა აქვთ, პირველ რიგში ჩვენი შესაძლებლობები მოწინავე პოზიციებზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თავის მხრივ, კაია კალასის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე გაიხილეს უკრაინის სვლა ევროკავშირსა და NATO-ში სრულფასოვანი წევრობისკენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ესტონეთმა 1000 უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა

ესტონეთის თავდაცვის ძალების ინსტრუქტორებმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 1000 უკრაინელი სამხედრო მოამზადეს.  ესტონეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მარტ ვენლამ განაცხადა, რომ სწავლების შედეგებზე გამოხმაურება დადებითია. მისივე ინფორმაციით, სნაიპერებს ესტონეთშიც ამზადებენ. უკრაინელების ტრენინგს ნაწილობრივ ესტონეთის ბიუჯეტი აფინანსებს, ნაწილობრივ კი, ევროკავშირი. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყანა გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას და აპირებს, ორჯერ მეტი სპეციალისტის მომზადებას, ვიდრე 2022 წელს, რაც დაახლოებით 3000 სამხედროს შეადგენს.  

ესტონეთი ისრაელის კომპანიისგან 100 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს - მედია

ესტონეთის სახელმწიფომ ისრაელის ფირმა Israel Aerospace Industries-თან (IAI) გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ესტონეთი საჰაერო თავდასხმებისთვის განკუთვნილ 100 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს. კერძოდ, საუბარია ახალი თაობის „კამიკაძე დრონებზე“, რომლებიც აღჭურვილია დამიზნების მაღალხარისხიანი, ელექტრო-ოპტიკური სისტემით. ეს სისტემები თავდასხმითვის გამოიყენება თურქეთში, აზებაიჯანსა და ისრაელში. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა თანამედროვე სისტემებს 2024 წლიდან მიიღებს, რის შემდეგაც პერსონალის წვრთნები დაიწყება. გაფორმებული შეთანხმების ზუსტ დეტალებს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში არ ასაჯაროებენ, თუმცა მედიის ცნობით, ესტონეთმა ასევე შეიძინა საარტილერიო სარაკეტო კომპლექსი „ჰაიმარსიც“.  

რუსეთი იქცევა როგორც ბოლო კოლონიური ძალა - ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, NATO საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიულ ამბიციებს და არა რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. პოლონეთი NATO-ში უკრაინის შედარებით სწრაფ გაწევრიანებას ემხრობა - მორავეცკი "აქ, ზოგიერთი აცხადებს, რომ NATO-ს გაფართოება, როგორც პროცესი, როგორმე ქვეყნების ნებასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა მე ამას უარვყოფ. რუსეთი იქცევა როგორც ბოლო კოლონიური ძალა, რომელიც ფაქტობრივად ცდილობს კოლონიზაციას და თავისი იმპერიის გაფართოებას“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ესტონეთმა ბალტიის ზღვაში მასშტაბური წვრთნები დაიწყო

3 ივნისს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ბალტიის ზღვაში დაიწყო მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური წვრთნები - "Baltops 23“, რომელშიც NATO-ს 50 სამხედრო ხომალდი მონაწილეობს. ინფორმაციას ესტონური მედია ERR ავრცელებს. რიგით 52-ე წვრთნებში საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალების 6000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ორი კვირის განმავლობაში მოკავშირეები სხვა მანევრებთან ერთად ჩაატარებენ წყალქვეშა და საზენიტო თავდაცვის, საბრძოლო იარაღის განადგურების და სამედიცინო სამაშველო ოპერაციებს.  

ესტონეთმა სანქციები განაახლა და რუსეთის პატრიარქს ქვეყანაში შესვლა კვლავ აუკრძალა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს ქვეყანში შესვლა აუკრძალა. ეს აკრძალვა სულ რუსეთის 58 მოქალაქეს შეეხო. ხსენებული ნაბიჯი ნაწილობრივ, ადრინდელი ბრძანების ვადის გასვლით გამომდინარეობს. „პატრიარქი კირილი არის პუტინის იდეოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი მიმდევარი და მომხრე", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების განმარტებით, სიას გადახედვა სჭირდებოდა, რადგან მთავრობის ბრძანებით დაწესებული შესვლის აკრძალვის ვადა ამოიწურა. „ჩვენ ასევე განვაახლეთ იმ ადამიანების სია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევას“, - აცხადებენ უწყებაში. მაგალითად ასევე მოყვანილია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება. პატრიარქ კირილისთვის აკრძალვის დაწესების გარდა, განახლებულ სანქციების სიას დაემატა ცხრა პირი, რომლებიც ჯერ არ ექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს.  

ესტონეთი უკრაინას 457 000 ევროს დახმარებას მიაწვდის

ესტონეთი უკრაინას 457 000 ევროს დახმარებას მიაწვდის, რაც კიევს კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგების აღმოფხვრაში დაეხმარება.   ამ მიზნით ლატვიამ კიევისთვის 453 000 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი დაამტკიცა.   13 ივნისს, ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგების დასაძლევად, ჰუმანიტარული დახმარება ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გაუგზავნა.

ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც დრონების საწინააღმდეგო საშუალებებსაც მოიცავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. ესტონეთი ირლანდიასთან თანამშრომლობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ჰოსპიტალს გადასცემს. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა, რათა შევაჩეროთ რუსული აგრესია“, - წერია განცხადებაში. ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ რა ღირებულების პაკეტზეა საუბარი. ესტონეთის მთავრობამ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების პრინციპები დაამტკიცა. ამრიგად, ესტონეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ასეთი სამართლებრივი გზა შეიმუშავა.  

ესტონეთმა და ლატვიამ რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო, რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. 

ესტონეთი 1,2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს

უახლოეს წლებში ესტონეთი 1,2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს, იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. მისივე თანახმად, ესტონეთმა 2024 წლიდან 2027 წლამდე სამხედრო განვითარების გეგმა დაამტკიცა. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ესტონეთი ქვეყნის თავდაცვაზე მშპ-ს სამ პროცენტამდე დახარჯავს. ესტონეთის ხელისუფლება საჰაერო თავდაცვის განვითარებისთვის საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემასაც შეიძენს.  

ესტონეთი აფრიკაში სამხედროებს გაგზავნის

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის პარლამენტს დასამტკიცებლად გაუგზავნა რეზოლუციის პროექტი, რომელიც აფრიკის სახელმწიფო ნიგერიში ხუთამდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გულისხმობს. მიზანი ევროკავშირის სამხედრო მისიაში (EUMPM Niger) მონაწილეობაა. ამის შესახებ ERR იუწყება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მისიაში მონაწილეობით, რომელიც მიზნად ისახავს ტერორისტული ჯგუფების უფრო ეფექტიანად შეკავებას და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას, მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთმა ხაზი გაუსვას თავის წვლილს იმ მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც დამტკიცებულია ევროკავშირის სტრატეგიულ გეგმაში. (კომპასი - თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების სამოქმედო გეგმა) მისივე თანახმად, „EUMPM ნიგერი შეიძლება, იყოს ერთადერთი ფორმატი, რომლითაც ესტონეთი შეძლებს საფრანგეთთან ოპერატიული თანამშრომლობის შენარჩუნებას აფრიკაში უახლოეს მომავალში.“  

ესპანური მოიერიშეები ესტონეთის ბაზაზე განლაგდნენ

ესპანური მოიერიშეები ესტონეთში, ამარის ავიაბაზაზე განლაგდნენ. მოიერიშე თვითმფრინავები მზად არიან, აგვისტოში NATO-ს საჰაერო პოლიციის მისია ჩაიბარონ. „ტაქტიკური საჰაერო რაზმი ალიანსის ტერიტორიაზე უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს,“ - იუწყება NATO.    

NATO ესტონეთს მოკავშირეთა ჯარებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, €40 მილიონს გამოუყოფს

NATO ალიანსის ფონდიდან ესტონეთს მოკავშირეთა ჯარების განთავსებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, €40 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა. თანხა NATO-ს უსაფრთხოების საინვესტიციო პროგრამის (NSIP) ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოიყოფა. ესტონეთმა პირობა დადო, რომ მოკავშირეების მასპინძლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს, მაგრამ ქვეყნის მთლიანი თავდაცვითი ინვესტიციების საჭიროებების და ესტონეთის რესურსების შეზღუდვის გათვალისწინებით, მთავრობა ასევე გამოვიდა დაპირებით, რომ მოიძიებს დაფინანსების საგარეო წყაროებს ამ ხარჯების დასაფარად. „ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შეთანხმება ნიშნავს, რომ მოკავშირეების ყოფნა ესტონეთში აუცილებლად დატოვებს უფრო დიდი კვალს, როგორც დროებით, ასევე სამუდამოდ.  ეს არის ზუსტად დროებით ყოფნა, რომელიც მოითხოვს საკმაოდ დიდ ინფრასტრუქტურას,“ - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. ინფრასტრუქტურა მოიცავს თვითმფრინავების ანგარებს, ტექნიკური აღჭურვილობის თავშესაფრებს, ყაზარმების აშენებას ამარის საჰაერო ბაზაზე, ყაზარმების, ავტოფარეხების და თავშესაფრების აშენებას დამატებითი დანაყოფებისთვის ტაპაში, ემის ბაზაზე. ესტონეთმა ხელი ასევე მოაწერა 21 მილიონი ევროს კონტრაქტს ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) სასწავლო არეალში მისაღები ზონის მშენებლობისთვის.  

ესტონეთმა უკრაინას წყალქვეშა განაღმვის აღჭურვილობა გადასცა

უკრაინელ მაშველებს ესტონეთმა წყალქვეშა განაღმვისთვის დახმარების პარტია მიაწოდა. ესტონელმა მაშველებმა ნიკოლაევის უკრაინელ კოლეგებს 90-ზე მეტი ლითონის დეტექტორი და ოთხი სპეციალიზებული მანქანა გადასცეს. მაშველებმა ჰუმანიტარული დახმარება გერმანიის ქალაქ სინდელფინგენის მუნიციპალიტეტისგანაც მიიღეს. WP: უკრაინის განაღმვას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს  

ესტონეთი უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

ესტონეთი უკრაინას დამატებით, სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. პაკეტში შედის მცირე ზომის იარაღი და საბრძოლო მასალა. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური აცხადებს. მისი თქმით, ყველამ, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, უნდა დააჩქაროს სამხედრო დახმარება და გაზარდოს საკუთარი თავდაცვითი მრეწველობის შესაძლებლობები. მინისტრის თქმით, ესტონეთმა უკრაინას უკვე გაუწია 400 მილიონ ევროზე მეტი (441 მილიონი დოლარი) მოცულობის სამხედრო დახმარება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტს შეადგენს.  

ესტონეთმა შესაძლოა, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემა შეუზღუდოს

ესტონეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემა დროებით აეკრძალებათ. უახლოეს მომავალში სამინისტრო კოალიციურ პარტნიორებს და საზოგადოებას პროექტს წარუდგენს. ახლა ესტონეთში მცხოვრებ უცხოელებს, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლიათ. შემდეგი ასეთი არჩევნები ესტონეთში 2025 წელს გაიმართება. კანონპროექტი ამტკიცებს, რომ დღევანდელ პირობებში, ესტონეთში რუსების ასეთი უფლება საფრთხეს უქმნის შიდა მშვიდობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან ესტონეთი არ იძლევა გარანტიას, რომ ადგილობრივი რუსები „თავისუფლები არიან თავიანთი ქვეყნის გავლენისგან." შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ესტონეთმა ან ევროპარლამენტმა აგრესორებად აღიარეს, უნდა აეკრძალოთ ხმის მიცემა ადგილობრივ არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ლიეტუვაში ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ 1164 ბელორუსი და რუსი აღიარეს.   

ესტონეთში NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების განლაგების ვადა გახანგრძლივდება

ესტონეთისა და ესპანეთის თავდაცვის მინისტრები ჰანო პევკური და მარგარიტა რობლესი ესპანეთის ქალაქ ტოლედოში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე ესპანეთის მიერ მიწოდებული NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების განლაგება გაგრძელდება.  მედიის ცნობით, რობლესი ესტონეთში ესპანურ დანაყოფებს მომავალ კვირას ეწვევა. ესპანეთმა NASAMS-ი ესტონეთში აპრილში NATO-ს აღმოსავლეთ ფრთის გაძლიერების ფარგლებში განათავსა. ვილნიუსის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, საჰაერო თავდაცვის ახალი როტაციული მოდელი შეექმნათ. NASAMS – გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო სამიზნეებისთვის, როგორებიცაა: რაკეტები, თვითმფრინავები თუ დრონები. კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს. NASAMS-ებს იყენებს 12 ქვეყანა: აშშ, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი, ნიდერლანდი, ომანი, ლიეტუვა, ინდონეზია, ავსტრალია, კატარი და უნგრეთი. სიას უკრაინაც დაემატა.  

რუსეთში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს, ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში არ შეუშვებენ

13 სექტემბერს, დილის 10 საათიდან, ესტონეთი ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლას აკრძალავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს წახნამ Twitter-ზე დაწერა. „დღეიდან, ესტონეთი კრძალავს რუსეთში რეგისტრირებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას,“ - წერს მინისტრი. ამით ესტონეთი შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებს რუსული სანომრე ნიშნების მქონე კერძო მანქანების ევროკავშირში შეშვება ეკრძალებათ. ლიეტუვამ ასევე განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების დაშვებას, გარდა იმ მანქანებისა, რომლებიც ტრანზიტით მიემგზავრებიან კალინინგრადის რეგიონში. ლიეტუვის შემდეგ ასეთი გადაწყვეტილების შესახებ ლატვიამაც გამოაცხადა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოსაზღვრე ქვეყნები რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლის აკრძალვას განიხილავენ  

რა მისიით იმყოფებოდნენ ბალტიის ქვეყნების ოფიციალური პირები თბილისში

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურმა დირექტორებმა, თბილისში შეხვედრები გამართეს. დელეგაცია იმყოფებოდა პარლამენტში და ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შესაბამისი ინფორმაციას დიპლომატების Twitter გვერდზე გავრცელდა. როგორც თავად განაცხადეს, ვიზიტი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. Europetime-ის ინფორმაციით ვიზიტი უკვე დასრულებულია. „ბალტიის რეგიონის 3 ქვეყნის პოლიტიკური დირექტორის კარგი და აუცილებელი ვიზიტი შედგა, ვიდრე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. ჯერ კიდევ არის დრო, რომ გამოსწორდეს ხარვეზები და ესტონეთი მზადააა, მხარი დაგიჭიროთ,“ - განაცხადა თავის მხრივ, ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა, რომელმაც პოსტი ასევე Twitter-ზე განათავსა. რაც შეეხება პარლამენტში, 8 სექტემბერს გამართულ შეხვედრას, ქართული მხარის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და ბალტიის სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის - ბორელის ვიზიტი ასევე განხილვის მთავარ თემებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების საკითხები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის ზეგავლენაზე როგორც საქართველოზე, ასევე, მთლიანად ევროპასა და მის უსაფრთხოებაზე. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

უკრაინა, ესტონეთი და ლუქსემბურგი IT კოალიციას ქმნიან

უკრაინამ, ესტონეთმა და ლუქსემბურგმა IT კოალიცია შექმნეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ახალი კოალიციის საინაუგურაციო შეხვედრა რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-15 შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. „IT კოალიციის მიზანია, უზრუნველყოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებისთვის უსაფრთხო და გამძლე IT ინფრასტრუქტურა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, ბრძოლის ველზე უფრო ეფექტიანი იყოს. ჩვენ მადლობელი ვართ ესტონეთისა და ლუქსემბურგის ლიდერობისთვის ამ ინიციატივის წინ წაწევისთვის,“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა. ღონისძიებაში სულ 20 ქვეყანა მონაწილეობდა. სამინისტროს ცნობით, ინიციატივას განზრახვის დეკლარაციაზე ხელმოწერით, უკვე შეუერთდნენ ბელგია, დანია, ლიეტუვა და ლატვია.  

რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა. “ნიუ-იორკში დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან. განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში”,- აღნიშნავს პრემიერი. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელი “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. “ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველთან. მრავალი საკითხი განვიხილეთ საქართველო-ჩეხეთის ორმხრივ პარტნიორობასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს”,- აღნიშნავს პრემიერი.  

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩადის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩადის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. „დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 ოქტომბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას,“ - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.  

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ალან კარისთან. საქართველო ესტონეთის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის," - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა Twitter-ზე. მანამდე, ადამინისტრაციამ პრეზიდენტის ბალტიური ტურნე დააანონსა. სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩადის შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.

ესტონეთის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე

ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კლარისი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისადმი მტკიცედ ერთგულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე,'' - წერს ალარ კლარისი. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 სექტემბერს ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კლარისს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.   

ესტონეთი აშშ-სგან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს

ესტონეთის თავდაცვის სახელმწიფო საინვესტიციო ცენტრის დირექტორმა, მაგნუს საარმა განაცხადა, რომ ესტონეთი აშშ-სგან HIMARS გამშვებებსა და ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს. დანადგარების, რაკეტების და სხვა სატელიტური აღჭურვილობის შესყიდვის ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გაფორმდა. მიწოდება 2025 წლის განმავლობაში იგეგმება. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. აშშ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გზავნის - მედია  

ესტონეთი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევაა

ესტონეთი გმობს რუსეთის განზრახვას, შექმნას საზღვაო ბაზა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ეს არის 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევა და შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. „ესტონეთი უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - ნათქვამია განცხადებაში. რა დასკვნა აქვს ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 6 ოქტომბერს ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა  

გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ესტონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა

ესტონეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში, გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა 12 ოქტომბერს განაცხადა. კალასის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ესტონეთში გაყინული აქტივების გამოყენებას ომის ზარალის ასანაზღაურებლად და ეს უნდა იყოს წამახალისებელი სხვა ქვეყნებისთვისაც. ესტონეთის მთავრობის შეფასებით, ქვეყანაში დაახლოებით, 38 მილიონი ევროს (40 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების აქტივებია გაყინული. ცნობისთვის, 11 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ ბელგიამ შექმნა სპეციალური ფონდი უკრაინის მხარდასაჭერად 1,7 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც ქვეყანაში გაყინული რუსული აქტივების დაბეგვრის შედეგად შეივსება.  

კაია კალასი: უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება, რომელიც უნდა გადავჭრათ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება, რომელიც უნდა გადაიჭრას. „ეს [უნგრეთი] ხდება პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ. ჩვენ ადრეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ უნგრეთთან მიმართებით ეს სულ უფრო რთულდება," - განაცხადა კალასმა. ესტონეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირს არ აქვს მძლავრი ინსტრუმენტი, რათა დაუპირისპირდეს იმას, რასაც უნგრეთი აკეთებს. „უნგრეთს სჭირდება ევროკავშირი,“ - აღნიშნა კალასმა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა უნგრეთის პრემიერს შეახსენა, რომ მის ქვეყანას არავინ ავალდებულებს, ევროკავშირის წევრი იყოს. ამ სიტყვებით ბორელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უპასუხა, რომელმაც უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციის ორმოც წელს შეადარა.    

ესტონეთი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს

ესტონეთის საგარეო უწყება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება. „კატეგორიულად ვგმობთ საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მომხდარ ფატალურ ინციდენტს - საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს!“- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე  აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ." შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპასთან ყოფნა სურს და არა რუსეთთან

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ ქართველ ხალხს ევროპასთან სურს ყოფნა და არა რუსეთთან. NATO-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერს მიაჩნია, რომ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, საქართველომ და ქვეყნის ლიდერებმა, ევროკომისიის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. იუწყება ამერიკის ხმა, რომელიც კალასთან ინტერვიუს აქვეყნებს. კაია კალასი უკრაინაში მიმდინარე ომზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთი საკუთარ "ბოლო კოლონიურ ომში"უნდა დამარცხდეს" იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყნად ჩამოყალიბდეს. ვიდრე ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემდა, თქვენ საქართველოზე რამდენიმე კომენტარი გააკეთეთ. როგორია თქვენი შეხედულება საქართველოზე ახლა? როგორ ხედავთ საქართველოს ევროპულ გზაზე, განსაკუთრებით, მის ევროკავშირთან დაახლოებას? მიმართა ჟურნალისტმა კალასს. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკომისია გამოვიდა წინადადებით და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაშინ შეგვიძლია, გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან. ყველა ეს რუხი ზონა კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების [ხელიდან] გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს.  

Politico-ს ცნობით, ესტონეთის პრემიერს NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციის დაკავება სურს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაინტერესებულია გახდეს NATO-ს გენერალური მდივანი, თუ მას მხარს დაუჭერენ. შესაბამისი კომენტარი კაია კალასმა Politico-ს მიერ ორგანიზებულ თავდაცვის ფორუმზე კითხვის საპასუხოდ გააკეთა. კითხვას, სურს თუ არა გახდეს NATO-ს გენერალური მდივანი, კაია კალასმა დადებითი პასუხი გასცა და გაიხსენა, თუ ვინ ითვლება ამ დროისთვის არაფორმალურ მთავარ კანდიდატად. „ახლახან გავიგე ხუმრობა, რომ შემდეგი გენერალური მდივანი უნდა იყოს ნატოს ახალი წევრი ქვეყნიდან ანუ რომელიც ნატოს წევრი 20 წელია, აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი იმ ქვეყნიდან, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე ხარჯავს და კარგი იქნება თუ ქალი იქნება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ეს არის მარკ რუტე,“ - განაცხადა კაია კალასმა.  

კალასი: ბრძოლაა იმისთვის, რა მართავს მსოფლიოს მომავალში - თავისუფლება თუ ავტოკრატია

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ ბოლო კოლონიურ ომში უნდა დამარცხდეს"იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყნად ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, თუ რა ღირებულებებით გაგრძელდება მსოფლიოში მმართველობა - თავისუფლებით თუ ავტოკრატიით. „ჩვენ ურთიერთ-დასუსტების ბრძოლაში ვართ. ეს არის არა ჩიხი, არამედ - დასუსტების ომი. ამას დიდი დრო სჭირდება. დასუსტების ომში არის სამი ძირითადი ელემენტი - გყავს ხალხი, გაქვს რესურსი და გაქვს შემართება. სამივე თვალსაზრისით, რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია უკრაინას აჯობოს. მაგრამ მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთს აჯობებს. ხალხის თვალსაზრისით - ევროპა ამზადებს 30-40 ათას ჯარისკაცს. თუ ამერიკაც იმავეს აკეთებს, ეს არის 80,000 გაწვრთნილი ჯარისკაცი იმ წვევამდელების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრძოლის ველზე რუსეთის მხრიდან აგზავნიან. ასე რომ, ჩვენ ხალხის თვალსაზრისით, უფრო ბრძოლისუნარიანები ვართ. რესურსების თვალსაზრისით - ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7-ჯერ აღემატება რუსეთისას. ჩვენ ასევე ვხედავთ სანქციების შედეგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტს ნამდვილად უჭირს. მათ ბიუჯეტის მესამედი დაკარგეს და სანქციების გამო ქვეყნის გარეთ სესხს ვერ იღებენ. ასე რომ, მათ უჭირთ. სამხედრო დახმარების კუთხით კი - თუ რამშტაინის კოალიციაზე ვიფიქრებთ, ამ კოალიციის თავდაცვის ბიუჯეტი 13-ჯერ აღემატება რუსეთისას. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, აქაც მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოვიჩინოთ. და მესამე ელემენტი არის უკრაინელების შემართება. ისინი საკუთარი სახლების დასაცავად იბრძვიან და მათი შემართება ნამდვილად უფრო დიდია, ვიდრე - რუსეთისა. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ და გვჯეროდეს უკრაინის გამარჯვების,“ - განაცხადა კალასმა “ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპასთან ყოფნა სურს და არა რუსეთთან  

ყაზახეთი ესტონეთს შუა დერეფნის განვითარებისთვის თანამშრომლობას სთავაზობს

ყაზახეთს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) განვითარებისთვის ესტონეთთან თანამშრომლობა სურს. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რომან ვასილენკოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცლერის ჯონატან ვსევიოვის შეხვედრისას გახდა ცნობილი. ვასილენკომ ხაზი გაუსვა ესტონეთთან თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას ყაზახეთისთვის საინტერესო სფეროებში, როგორიცაა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე დიგიტალიზაცია და მწვანე ეკონომიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო საქმიანობას. მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის განვითარების კარგი დინამიკა და აქტიური თანამშრომლობა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, სრულად დაუჭირონ მხარი და ხელი შეუწყონ დისკუსიას ყაზახეთ-ესტონეთის ურთიერთობების განვითარების შესახებ. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ესტონეთში პროკრემლისტური პარტიის წევრი ჯაშუშობისთვის დააკავეს

ესტონეთის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობაში ეჭვმიტანილი ალან ჰანცომი, პროკრემლისტური პარტია Koos-ის წევრი დააკავა. „7 დეკემბერს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ესტონეთის 46 წლის მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ესტონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ჯაშუშობაში და მსგავსი ქმედებების მხარდაჭერაში. ეს არის წინასწარი ეჭვი, რომელიც შესაძლოა, შეიცვალოს გამოძიების დროს," - განაცხადა სახელმწიფო პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კაირა კუნგასმა. მისივე თქმით, კაცი ამჟამად ეჭვმიტანილის სტატუსით არის დაკავებული და გამომძიებლები ატარებენ პირველად საპროცესო მოქმედებებს. ალან ჰანტსომი "უკვდავი პოლკის" მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორია. 2023 წლის მაისში ის პროკრემლისტურ პარტია Koos-ს შეუერთდა.  

ესტონეთმა და ლიეტუვამ IOC-ის გადაწყვეტილება დაგმეს: რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს

ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს. ამის შესახებ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს, რომ რუსი სპორტსმენების დროშის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს. „რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს. ეს არ არის ნეიტრალიტეტი, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ოლიმპიადა ნიშნავს,“ - განაცხადა თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. კულება IOC-ის გადაწყვეტილებაზე: კრემლი რუს და ბელორუს სპორტსმენებს იარაღად გამოიყენებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან.  

კალასი: ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე - მათ შორისაა საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვის საკითხი წარმოადგენს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროპული საბჭოს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე - მათ შორისაა საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვას საკითხი წარმოადგენს მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიში დამსახურების პრინციპს ეფუძნება. „უკრაინამ მისთვის დაკისრებული კრიტერიუმები, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას, შეასრულა. რაც რამდენიმე წელიც კი გრძელდება, როგორც ეს ჩვენი ისტორიიდან ვიცით. თუ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, უკვე შემდეგ უნდა განვიხილოთ სხვა ვარიანტები. ჩვენ ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე. ეს ყველა ის წინადადებაა, რომელიც მაგიდაზე დევს. მათ შორის არის საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვას საკითხი წარმოადგენს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კაია კალასმა. კაია კალასის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას განუცხადა, რომ ის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ვერ ხედავს. „პირველ რიგში, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ უკრაინამ ამ ომში გამარჯვება შეძლოს. დღეს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე საკითხი უნდა გავიხილოთ. ერთი ეხება უკრაინის ფინანსურ დახმარებას, რის შესახებაც ჩვენ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ და მეორე ნაწილი გაფართოების საკითხს წარმოადგენს. უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების შესახებ წინ ხანგრძლივი განხილვა გველის. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ვიქტორ ორბანს და მას შეგიძლიათ, მეტი შეკითხვა დაუსვათ. მან აღნიშნა, რომ იგი ვერ ხედავს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. ჩვენ ვცადეთ, მაგრამ ისევ ვცდით, რადგან ჯერ დანებებისთვის მზად არ ვართ,“ - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.  

ესტონეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს უგზავნის

ესტონეთი უკრაინას დაახლოებით, 80 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას უგზავნის, მათ შორის არის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები.  „ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინელების დახმარებას,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების დიდი რაოდენობის გარდა, უახლესი დახმარების პაკეტში ასევე შედის ტყვიამფრქვევები, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა.   

ესტონეთის პრემიერი: საქართველომ საშინაო დავალება უნდა შეასრულოს

საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში მედიას განუცხადა, სადაც მეორე დღეა ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. „ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ წინსვლისთვის საჭიროა დიდი პოლიტიკური ნება და ბევრი რეფორმის განხორციელება, მაგრამ ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ევროპული გზა აირჩია“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.  

ესტონეთმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმა განაახლა

ესტონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მომავალი წლებისთვის ვაშინგტონში მოაწერეს ხელი. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის მოადგილემ ტუული დუნეტონმა და თავდაცვის მდივნის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელესტ ვალანდერმა ესტონეთ-ამერიკის უსაფრთხოების თანამშრომლობის 2024-2028 წლების გეგმა გააფორმეს.  შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას მოკავშირეთა ქვედანაყოფების მასპინძლობაში, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთო ინტერესების რამდენიმე სხვა სფეროს. „ჩვენ ასევე დავადასტურეთ მხარდაჭერა უკრაინისადმი, ვიდრე არ აღდგება მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ მიზნის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნის, აღჭურვის, რჩევისა და დახმარების საკითხებში," - აღნიშნა მდივნის მოადგილემ. ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი თანამშრომლობის პირველი შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა. აშშ-მ მსგავსი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა ლატვიასთან და ლიეტუვასთან ა გააფორმა.  

კალასი: ესტონეთის წვლილი უკრაინის გამარჯვებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ს 0,25% იქნება

ესტონეთი უკრაინის დაცვაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ის ჩადებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. „ესტონეთის წვლილი უკრაინის გამარჯვებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშპ-ს 0,25%-ი იქნება. თუ თითოეული ქვეყანა 0,25%-ს გაიღებს, ეს არის ის, რაც უკრაინას ამ ომის მოსაგებად სჭირდება,“ - განაცხადა კალასმა. მან ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ესტონეთის მაგალითს მიჰყვნენ. ესტონეთის პრემიერის განცხადებით, 2022 წლიდან ესტონეთმა უკრაინას თითქმის 500 მილიონი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარება გაუწია. კაია კალასის თქმით, ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ანელებს გადაწყვეტილების მიღებას. ესტონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სხვადასხვა ქვეყანაში თანმიმდევრული ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარება იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა. „ეს ასევე აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.  

ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს

ესტონეთი უკრაინას 2027 წლამდე 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს. შესაბამისი განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე", - აღნიშნა კარისმა. მისი თქმით, ესტონეთს აქვს უკრაინის აღდგენის კონკრეტული გეგმები, რისთვისაც ასევე სამართლიანი იქნება გაყინული რუსული სახსრების გამოყენება. „რუსეთს სურს დაიპყროს არამხოლოდ უკრაინა, ის მთელ დემოკრატიული სამყაროს დაუპირისპირდა," - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩასვლამდე, ლიეტუვაში იმყოფებოდა. ლიეტუვა უკრაინას სამი წლის განმავლობაში, თითქმის 220 მილიონი დოლარით დაეხმარება  

ესტონეთმა სამხედრო სტრატეგია შეიმუშავა, რათა უკრაინას ომის მოგებაში დაეხმაროს - მედია

ესტონეთმა დასავლეთის ქვეყნებისთვის სამხედრო სტრატეგიის გეგმა მოამზადა, რათა დაეხმაროს უკრაინას, რომ ქვეყანამ სამი წლის განმავლობაში ომი მოიგოს. ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ERR იტყობინება. სტრატეგიის მთავარი თეზისია, რომ დასავლეთს არ უნდა ეშინოდეს ომში უკრაინის დახმარების. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული გეგმა რამშტეინის სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი ქვეყნისთვისაა გათვლილი. გეგმაში ნათქვამია, რომ, კერძოდ, სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი ქვეყნის მშპ 47 ტრილიონი ევროა, საიდანაც მხოლოდ 0,2 პროცენტი იყო მიმართული უკრაინის დასახმარებლად. ამავდროულად, რუსეთის მშპ 2 ტრილიონ ევროს შეადგენს. „დასავლეთის ეკონომიკის მოცულობა ათჯერ აღემატება რუსეთის ეკონომიკას. აქ განსხვავება უზარმაზარია. პრობლემა ის არის, რომ რუსეთი უკვე გადავიდა სამხედრო ეკონომიკის გზაზე, ანუ მათი ეკონომიკის ნახევარი უკვე მუშაობს უშუალოდ ამისთვის - ეს ასე არ არის დასავლეთში, ისინი ჯერ არ გამოფხიზლებულან,“ - განაცხადა გრიგორ-კალევ სტოიჩესკუმ, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დასავლეთის ქვეყნებს თავდაცვისა და სამრეწველო სექტორის წარმოება სჭირდებათ. თუმცა, ესტონეთის მაგალითი აჩვენებს, რომ საბრძოლო მასალის წარმოების ქარხნის ამოქმედებას სულ მცირე ორი წელი სჭირდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ეს ვადები შეიძლება, მნიშვნელოვნად შემცირდეს. „დასავლეთის სამხედრო და სამრეწველო სექტორს ომის დაწყებიდანვე რომ მისცემოდა მკაფიო სიგნალი, რომ საჭირო იყო წარმოების მოცულობის საგრძნობლად გაზრდა, დღეს ისინი სულ სხვანაირად იქნებოდნენ. მთავარი პრობლემა არ არის წარმოების მოცულობები, არამედ, დასავლელი მოკავშირეების გაურკვევლობა და, სამწუხაროდ, შეერთებული შტატები თამაშობს აქ ყველაზე დიდ როლს. თუ ვაშინგტონი ახლა მკაფიო ნაბიჯებს გადადგამდა, მაშინ ევროპის ქვეყნები უფრო გადამწყვეტნი იქნებოდნენ,“ - განაცხადა ინდრეკ კანნიკმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა. ექსპერტები თვლიან, რომ ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც არსებული წინააღმდეგობები მოგვარდება. 2022 წლიდან ესტონეთმა უკრაინას თითქმის 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია და ამ მიზნით თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ს დახარჯავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.  

კაია კალასი: ევროპას 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი მიიჩნევს, რომ ევროპას აქვს 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს. კალასი ესტონეთის დაზვერვის შეფასებას იშველიებს, რომლის თანახმადაც, რუსეთს უკრაინასთან ჰიპოთეტური ზავის შემთხვევაში სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება, რათა განაახლოს სამხედრო საფრთხე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. „ჩვენი დაზვერვის შეფასებით, ეს იქნება სამიდან ხუთ წლამდე და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს ერთიანობას და პოზიციის შენარჩუნებას უკრაინის მიმართ, იმიტომ, რომ რუსეთს სურს პაუზა და ეს პაუზა სჭირდება რესურსების და ძალების მოკრებისთვის. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს, ამიტომ სისუსტე რუსეთის პროვოცირებას ახდენს,“ - განაცხადა მან The Times-თან ინტერვიუში. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა ძლიერი დარტყმა მიაყენოს და რუსეთს მრავალი წლით ჩამოართვას შესაძლებლობა, რომ ის მეზობელ ქვეყნებს დაემუქროს. კაია კალასის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში NATO-მ უნდა მიიღოს რუსეთის „შეკავების“ სტრატეგია ცივი ომის მაგალითზე, რომელიც ითვალისწინებს თითოეული წევრი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ს მინიმუმ 2,5%-მდე. "რუსეთს არასოდეს წაუგია ბოლო დროს კოლონიური ომი. მე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ გავიგო, როგორ შეგვიძლია დავარღვიოთ ეს ისტორიული ციკლი და ამის მთავარი ელემენტია ანგარიშვალდებულება. ისინი არასოდეს აგებდნენ პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე," - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.  

ესტონეთი რუსულენოვანი განათლების დაფინანსებას წყვეტს

ესტონეთის მთავრობა „ესტონურენოვანი განათლების ერთიან სისტემაზე გადადის“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აღარ დააფინანსებს რუსულენოვან განათლებას. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა. კონსტიტუციაში წერია: ესტონეთის სახელმწიფო ენა ესტონურია და ყველას აქვს უფლება, ისწავლოს ესტონურ ენაზე,“ - აღნიშნა კალასმა და განმარტა, რომ ესტონეთს არ აქვს სახელმწიფოს შვილების „რუსიფიკაციის“ სურვილი. კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მეტი ხალხის წახალისებას, რათა მათ გამოიყენონ ესტონური ენა და უზრუნველყონ ის, რომ ყველა ესტონელი გახდეს „ერთიანი საინფორმაციო სივრცის“ ნაწილი. ესტონეთმა ერთიან ესტონურენოვან საგანმანათლებლო სისტემაზე 2022 წლის დეკემბერში ახალი კანონპროექტის განხორციელების შემდეგ დაიწყო გადასვლა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში სკოლების რაოდენობის შემცირებას, სადაც ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. კანონპროექტის თანახმად, სრული გარდამავალი პროცესი 2033 წლისთვის დასრულდება.  

ესტონეთში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი პროფესორი დააპატიმრეს

ესტონეთის პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა რუსეთის მოქალაქე ვიჩესლავ მოროზოვი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკური თეორიის პროფესორად ტარტუს უნივერსიტეტში მუშაობდა. ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მარგო პალოსონის განცხადებით, მოროზოვის საქმეს წინ უწრდებდა "ათობით მსგავსი საქმე, რაც მოწმობს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების მიზანს, ინფლიტრაცია მოხდეს ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - საუნივერსიტეტოში." მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოროზოვი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. NATO-ს შორეულ აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებული ესტონეთი დიდი ხანია, რუსეთის მხრიდან არასათანადო გავლენების გამო შეშფოთებულია. ქვეყანა ასევე გამხდარა მასიური კიბერშეტევის სამიზნე, რაც რიგ ესტონელ აქტორებში განიხილებოდა, როგორც ერთგვარი გამოღვიძების ზარი რუსეთისგან მომდინარე საფრთხის მიმართ.  

ესტონეთმა მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის წინამძღვარს 6 თებერვლამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ესტონეთმა მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ევგენის (ვალერი რეტეშენკოს) ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას არ უხანგრძლივებს, რის გამოც მას ქვეყნის დატოვება 6 თებერვლამდე მოუწევს. ესტონეთი მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის იქედან გამომდინარფე, რომ ვალერი რეტეშენკოს საჯარო ქმედებები და განცხადებები მხარს უჭერს აგრესორს და მან არ შეცვალა თავისი ქცევა, მიუხედავად წარსული გაფრთხილებისა. მიტროპოლიტი ესტონეთში 4 წელია დროებით ნებართვით ცხოვრობს, მისი ბინადრობა ბოლოს ორი წლის წინ ომის დაწყებამდე განახლდა.  

უკრაინის დახმარებისთვის, ესტონეთის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 14 მილიონი ევრო გამოიყოფა

სამხედრო და კერძო სექტორის დახმარების გარდა, უკრაინის მხარდასაჭერად, ესტონეთის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 14 მილიონი ევრო გამოიყოფა. 14 მილიონი ევროდან ერთი მილიონი უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო სხვა თანხები განაწილდება იმ ესტონური ბიზნესების მხარდასაჭერად, რომლებიც უკრაინასთან თანამშრომლობენ. ამის შესახებ ესტონური მედია ქვეყნის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. დასახელდა კონკრეტული სექტორები, რომლებიც საჭიროებენ ხელახლა განვითარებას: განათლების რეფორმა, ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ციფრული, ტექნიკური და კიბერ გადაწყვეტილებები, ყველა სფერო, სადაც ოდესღაც ესტონეთს სჭირდებოდა ხელახალი განვითარება.   „მშენებლობა ასევე არის კიდევ ერთი სფერო, სადაც ესტონეთსა და ესტონურ ბიზნესს შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას,“ აღნიშნავს ესტონური მხარე. ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის 400 მილიარდ ევროზე მეტია საჭირო.

ესტონეთი უკრაინელი ახალწვეულების მომზადებას იწყებს

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეუერთდა ოპერაცია „ინტერფლექსს“, რომელიც უკრაინელი სამხედროების მომზადებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სამინისტროს X-ზე განთავსებული პოსტიდან ირკვევა. „რამშტეინის ფორმატში გამართული შეხვედრის დროს, ესტონეთმა გამოაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციას უერთდება. სავარჯიშო ოპერაცია „ინტერფლექსის“ მიერთება,“ წერს სამინისტრო. ოპერაცია „ინტერფლექსის“ საშუალებით, 34 000-ზე მეტმა უკრაინელმა ახალწვეულმა უკვე შეიძინა წინა ხაზზე საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო უნარები.  

უკრაინამ ესტონეთისგან ახალი სამხედრო დახმარება მიიღო

უკრაინამ ესტონეთისგან დახმარების ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტყვიამფრქვევებს, მცირე იარაღის საბრძოლო მასალასა და სხვადასხვა აღჭურვილობას მოიცავს. ამის შესახებ შაბათს ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. იარაღის ზუსტი რაოდენობა, მისი გადაცემის დრო და მდებარეობა უსაფრთხოების მიზეზების გამო არ სახელდება. „ჯაველინებმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულეს უკრაინაში, ომის პირველ კვირებში - სტოლტენბერგი 2022 წლიდან ესტონეთმა უკრაინას თითქმის 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1,4%-ს შეადგენს. ესტონეთის მთავრობამ უკრაინისთვის 80 მილიონი ევროს მოცულობის გრძელვადიანი სამხედრო დახმარება დეკემბერში დაამტკიცა. უკრაინა ომის მეორე წლისთავის წინ და რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. კიევმა პირველ თებერვალს ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

უკრაინაში ომი გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი არ გააცნობიერებს, რომ მისი გამარჯვება შეუძლებელია - ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, ვიდრე კრემლი არ გააცნობიერებს, რომ ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და მას მიეწოდოს ყველაფერი, რაც სჭირდება. ამის შესახებ კაია კალასმა ავსტრიულ გაზეთ Der Standard-თან ინტერვიუში განაცხადა. „ომი გრძელდება. ჩვენ არ უნდა შევიდეთ სხვადასხვა ხაფანგში, რომელიც შეიქმნა. შეცდომაა იმის დაჯერება, რომ ომი შეიძლება, სწრაფად მოიგო. რუსეთი ემზადება ომის ხანგრძლივი პერიოდისთვის. ეს გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი არ გააცნობიერებს, რომ მას არ შეუძლია, გაიმარჯვოს,“ - განაცხადა კალასმა, როდესა უპასუხა შეკითხვას იქნება თუ არა გადამწყვეტი 2024 წელი უკრაინისთვის. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მახე არის ის, რომ „მშვიდობაზე მოლაპარაკება შეიძლება.“ „მიწის მიტაცებას თუ დავეთანხმებით, რუსეთის მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება. არ არის მართალი, რომ მაშინ მოულოდნელად, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება,“ - მიიჩნევს კალასი. კიდევ ერთი ხაფანგი უკავშირდება რუსეთის მხრიდან უფრო დიდი პროვოკაციების. „მეოთხე ხაფანგი საკუთარ თავშია, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი ქმედება მხოლოდ რუსების პროვოცირებას მოახდენს. პირიქითაა. რუსეთის პროვოცირებას სისუსტე მოახდენს და არა სიძლიერე,“ - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში გადამწყვეტი საკითხი საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობაა.  

ესტონეთის პრემიერი ტრამპის განცხადებაზე: შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებამ შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს. „ვფიქრობ, იმან, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, ასევე, შეიძლება ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს, რომლებსაც ბევრი რამ არ გაუკეთებიათ თავდაცვისთვის“ - განაცხადა კაია კალასმა. „NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე მეცოლას შეფასებით ნებისმიერი მსგავსი განცხადება უნდა იყოს მიღებული იმ გაგებით, თუ რა საშიშროება შეიძლება, მოჰყვეს მას, მაგრამ ასევე მტკიცედ უნდა გაიაზრონ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯოს. „ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის ადმინისტრაციას. ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ერთმანეთის დაცვა შევძლოთ,“ - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.  

რუსეთმა ესტონეთის პრემიერზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რა მუხლის საფუძველზე გამოცხადდა ესტონეთის პრემიერზე ძებნა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში ასევე შეიყვანა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი, ტაიმარ პეტერკოპი.  

ესტონეთის დაზვერვა: რუსეთი დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება და მისი შეკავება შეიარაღებული ძალების გაძლიერებითაა შესაძლებელი. ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, კაუპო როსინის თქმით, ეს შეფასება ეფუძნება რუსეთის გეგმებს, გააორმაგოს ძალების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულია NATO-ს წევრ ფინეთთან და ბალტიის ქვეყნებთან ესტონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან მისი საზღვრის გასწვრივ. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმა მოკლევადიან პერსპექტივაში „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთს უკრაინაში ჯარების შენარჩუნება უწევს და ნაკლებად სავარაუდო იქნება მომავალშიც, თუ ევროპა შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს. „რუსეთმა გრძელვადიანი დაპირისპირების გზა აირჩია და კრემლი, ალბათ, მოელის შესაძლო კონფლიქტს NATO-სთან უახლოეს ათწლეულში. თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა როსინმა. კაუპო როსინის თქმით, რუსეთის უნარი, მიაწოდოს საბრძოლო მასალა თავის ჯარებს, კვლავ უფრო დიდია, ვიდრე უკრაინის და თუ დასავლეთი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას არ შეინარჩუნებს, ან გაზრდის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლა შეძლოს. სტოლტენბერგი: დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან დაპირისპირებისთვის ცნობისთვის, რუსთთან შესაძლო ომის შესახებ გაფრთხილებები ევროპელი აქტორებისგან სულ უფრო ხშირად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ამასთან, გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის.

კალასი რუსეთის მიერ მასზე ძებნის გამოცხადებას პასუხობს: გავაგრძელებ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანაში გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია, არამედ, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ სწორად იქცევა, როცა მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ. „რუსეთის ამ ნაბიჯში გასაკვირი არაფერია. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მე სწორად ვიქცევი - ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისადმი, წარმატებაა და ეს ავნებს რუსეთს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტების „კრებული“ არ შეცვლილა,“ აღნიშნავს კალასი. ესტონეთის პრემიერის თქმით, კრემლი ახლა იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მისი და სხვების გაჩუმებას - მაგრამ ეს ასე არ იქნება. „პირიქით, მე გავაგრძელებ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. მე გავაგრძელებ ევროპის თავდაცვის გაზრდის მხარდაჭერას," - წერს კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე. რუსეთმა ესტონეთის პრემიერზე ძებნა გამოაცხადა  

რუსეთთან საზღვარი შესაძლოა, ესტონეთმაც დაკეტოს

ესტონეთის პოლიციის და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო კვირებში რუსეთი ესტონეთთან საზღვრისკენ შეგნებულად უშვებს უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე კანონიერად შესვლის უფლება. ევროკავშირის და NATO-ს წევრი ესტონეთის მთავრობამ შესაძლოა, დროებით დაკეტოს რუსეთთან საზღვარი. მიზეზი რუსეთის მხრიდან მიგრაციული კრიზისის შექმნის მცდელობაა. დეპარტამენტი ესტონეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები გაგრძელდება, ესტონეთის სახელმწიფო, ეროვნული უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს დროებით დაკეტავს, შესაბამისად, ამ პუქტებით სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ და სხვა მარშრუტებით, გაცილებით გრძელი გზის გავლა მოუწევთ. რუსეთთან საზღვარი 2023 წლის ნოემბრიდან ფინეთმაც დაკეტა.  

აშშ უკრაინის დასახმარებლად, ჩამორთმეულ რუსულ აქტივებს ესტონეთს გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად, ესტონეთს ჩამორთმეულ რუსულ აქტივებს ($500,000) გადაურიცხავს. ამის შესახებ უკრაინული მედია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც როდესაც აშშ-მ უკრაინის დახმარების მიზნით, უცხოელ მოკავშირეს გაუგზავნა. „დღევანდელი განცხადება აჩვენებს შეერთებული შტატებისა და ჩვენი ესტონელი პარტნიორების ურყევ გადაწყვეტილებას, შეუჩერონ (რუსეთის) პრეზიდენტ პუტინს დასავლურ ტექნოლოგიებზე წვდომა, რომელსაც იგი ეყრდნობა უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომის საწარმოებლად,“ -აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფებოდა.  ესტონეთი ჩამორთმეულ თანხებს უკრაინის ელექტროგამანაწილებელი და გადამცემი სისტემების აღსადგენად გამოიყენებს. შეერთებულმა შტატებმა ჩამორთმეული რუსული სახსრები უკრაინას პირველდ 2023 წლის თებერვალში გადასცა. როგორც უკრაინული მედია წერს, რუს ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევისთვის ჩამორთმეული 5,4 მილიონი დოლარის აქტივები, ომის ვეტერანების მხარდასაჭერად დაიხარჯა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 24 იანვარს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ვაშინგტონს გზას გაუხსნის რუსული აქტივების კონფისკაციისკენ. თუ კანონმდებლობას კონგრესის ორივე პალატას მიიღებს და მას ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს, ეს საშუალებას მისცემს ვაშინგტონს, პირველად ჩამოართვას ცენტრალური ბანკის აქტივები იმ ქვეყანას, რომელთანაც ის ომში არ არის.  

ესტონეთის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა გამოუშვას ერთობლივი ობლიგაციები ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა იმუშაოს 100 მილიარდი ევროს (108 მილიარდი დოლარი) ევროობლიგაციების გამოშვების გეგმაზე, რათა  ევროპის თავდაცვის ინდუსტრია გაზარდოს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის რუსული აგრესიის წინააღმდეგ მხარდასაჭერად. „ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, როდესაც მეტი ინვესტიცია გვჭირდება და უნდა გამოვიკვლიოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად, რადგან ობლიგაციები, რომლებსაც ცალკეული ქვეყნები გამოსცემენ, ძალიან მცირეა მასშტაბის გასადიდებლად,“ - განაცხადა კალასმა. Bloomberg-ის ცნობით, თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად, ერთობლივი სესხის აღების იდეას უკვე დაუჭირეს მხარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, მაგრამ ნიდერლანდები და გერმანია, სავარაუდოდ, უფრო ყოყმანობენ. ობლიგაცია (ინგლისურად Bond) არის სავალო ფასიანი ქაღალდი. ობლიგაციებს იურიდიული პირები (მთავრობა, ბანკები, კომპანიები და ა.შ.) უშვებენ და ყიდიან, რომ მიიღონ სესხი. ობლიგაციის გამომშვებ პირებს ემიტენტებს უწოდებენ. ვინც ობლიგაციას ყიდულობს, ის ხდება ობლიგაციის გამომშვებისთვის ფულის მიმსესხებელი. ობლიგაციაში დადგენილია სესხის პროცენტი (სარგებლის განაკვეთი) და სესხის ძირის დაფარვის ზუსტი ვადა. ობლიგაციის სარგებლის განაკვეთი შეიძლება, იყოს როგორც ფიქსირებული, ასევე, ცვალებადი. ობლიგაციის მფლობელს ამ ობლიგაციის გადაყიდვაც შეუძლია. სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ჩვეულებრივი სესხისგან. ობლიგაცია ფასიანი ქაღალდია და, შესაბამისად, საფონდო ბირჟებზე მისი ყიდვა-გაყიდვა ხდება. კომპანია ობლიგაციებს უშვებს, როდესაც დამატებით თანხა ესაჭიროება და საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაცია უნდა, რომ მხოლოდ ბანკის სესხზე არ იყოს დამოკიდებული.

ესტონეთის საგარეო მინისტრი: პუტინი მკვლელია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია და უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა. „პუტინი მკვლელია. მან მოკლა ერთი ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძოდა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ მკითხეს, რა არის ჩვენი პასუხი [ნავალნის სიკვდილზე], მაგრამ საუკეთესო პასუხი და ყველაზე მკაფიო პასუხი იქნება ეს: ბოლომდე გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. ჩვენ უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური გზებით უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას 1 მილიონი საბრძოლო საბრძოლო მასალა, რომელსაც ევროკავშირი მას ერთი წლის წინ მარტისთვის დაჰპირდა,“ - აღნიშნა მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დაწყებამდე. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.

ესტონეთში, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს

ესტონეთში რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა “ტვიტერის” პირად გვერდებზე ავრცელებენ. „ესტონეთმა წარმატებით შეაჩერა რუსული სპეცსამსახურების ჰიბრიდული ოპერაცია თავის ტერიტორიაზე. ვიცით, რომ კრემლი თავის ძალისხმევებს ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებების წინააღმდეგ მიმართავს. ჩვენი პასუხია: ვიყოთ ღია და გამოვამჟღავნოთ მათი მეთოდები. ეს არის საშუალება, რათა მავნებელი ქმედებების შევაჩეროთ და უფრო გავმყარდეთ,” - წერს კალასი. ცაჰკნამ დააზუსტა, რომ ესტონეთის უსაფრთხოები პოლიციამ (Kapo) ათი ადამიანი დააკავა, რომლებსაც რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედება ედებათ ბრალად. „მათი მიზანი იყო შიშის დათესვა, დაძაბულობის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაში ჩვენი სიმყარის შესუსტება. მაგრამ რუსეთს ეს არ გამოუვა. ძლიერად და ფხიზლად ვრჩებით,” - წერს ცაჰკნა. დაკავებულთა შორის 6 წინასწარ პატიმრობაში რჩება. სახელმწიფო პროკურორის, ტრიინუ ოლევის თქმით, დაკავებულთა შორის არიან რუსეთისა და ესტონეთის მოქალაქეები, ზოგიერთს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.  

დასავლელმა ლიდერებმა უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხონ - კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ დასავლელმა ლიდერებმა უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხონ. Politico-ს ცნობით, კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ ყველა შესაძლებლობა დახურულ კარს მიღმა, მათ შორის, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად. როგორც Politico წერს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ ევროკავშირის სხვა ქვეყნების უმეტესობამ გამორიცხა უკრაინაში ჯარების გაგზავნა, მათ შორის, ისეთმა დიდმა მოთამაშეებმა, როგორიცაა: გერმანია, გაერთიანებული სამეფო და აშშ - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გუშინ განაცხადა, რომ მაკრონის მიერ ინიცირებული დებატების მადლიერია და რომ განხილვიდან არცერთი საკითხის მოხსნა და არცერთი ვარიანტის უგულებელყოფა არ შეიძლება. „ვფიქრობ, ეს არის ის სიგნალებიც, რომლებსაც ჩვენ ვუგზავნით რუსეთს, რომ არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა ვარიანტებს, რადგან ყველა ქვეყანამ გაიგო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ მოიგოს და რუსეთმა წააგოს ეს ომი,“ - ციტირებს გამოცემა კაია კალასს. სახელმწიფო დეპარტამენტმა გერმანიის, პოლონეთის და სხვა მოკავშირეების მსგავსად, მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ. ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. საფრანგეთის ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის წვრთნისა და საზღვრების დასაცავად, განაცხადა თავის მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გამკაცრდა პარიზის მიმართ.  

ბალტიისპირეთის ქვეყნების ცის უსაფრთხოებას გერმანია დაიცავს

გერმანული თვითმფრინავები ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ცას მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში გააკონტროლებენ, წერს Die Zeit.  „NATO-ს საჰაერო მისიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლატვიასა და ბალტიისპირეთში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისთვის. გერმანია იყო და რჩება ბალტიის ყველა ქვეყნის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საჰაერო ძალები მტკიცედ დგას ლატვიისა და მთელი ბალტიის რეგიონის მხარეს,“ - განაცხადა გერმანიის საჰაერო ძალების ინსპექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა ინგო გერჰარციმ. ნოემბრის ბოლომდე ექვსი Eurofighter Typhoon-ის მებრძოლი და 200-მდე გერმანელი ჯარისკაცი ლატვიის სამხედრო აეროდრომზე Lielvarde  განთავსდება. ლატვიის თავდაცვის მინისტრის თანდასწრებით, გერმანიის საჰაერო ძალებმა ავიაბაზის მეთაურობა გადაიბარეს. „მფრინავების მისიამ დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხისა და უკრაინის ომის გამო,“ აღნიშნა მინისტრმა.  ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავი არ ჰყავთ. 2004 წლიდან NATO-ს სხვა ქვეყნებმა უზრუნველყვეს რეგიონის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება და გერმანიის საჰაერო ძალებმა არაერთხელ შეასრულეს ეს მისია, განათავსეს თვითმფრინავები ესტონეთისა და ლიეტუვის საჰაერო ბაზებზე. ახლა გერმანული თვითმფრინავები  ლატვიაში პირველად განთავსდა.  

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო აღარ შეიძენს პროდუქტებს კომპანიებისგან, რომლებიც რუსეთში ბიზნესსაქმიანობას აგრძელებენ

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრძანება გასცა, შეწყვიტოს პროდუქციის ყიდვა იმ კომპანიებისგან, რომლებმაც არ შეაჩერეს ბიზნესი რუსეთთან. პროდუქტები იმ მწარმოებლების,  რომლებიც რუსეთში ოპერირებას აგრძელებენ და ამით ხელს უწყობენ რუსული სამხედრო მანქანების დაფინანსებას, ესტონეთის თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ობიექტებიდან ამოიღებენ. „გადაწყვეტილება ეხება მწარმოებლებს, რომლებიც უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. ამ სიის დახმარებით, უკრაინა ახორციელებს ზეწოლას რუსეთში მოქმედ უცხოურ კომპანიებზე, რათა შეწყვიტონ იქ ბიზნესი და არ დააფინანსონ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ,“ ნათქვამია ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში. თავდაცვის დეპარტამენტში აღარ გაყიდიან ისეთი კომპანიების პროდუქტებს, როგორიცაა, PepsiCo, Mars, Nestle, Unilever და Mondelez International.  „ბევრმა დასავლურმა კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა რუსეთში, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ეკონომიკას და, შესაბამისად, მის სამხედრო მანქანას,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა. ასევე შეჩერებულია თამბაქოს კომპანიების Philip Morris International-ისა და Japan Tobacco International-ის (JTI) პროდუქციის დისტრიბუცია. პევკური აღნიშნავს, რომ პროდუქციის უმეტესობისთვის არის ალტერნატივა ადგილობრივი მწარმოებლებისგანაც და რომ გამოსავლის იდეა უფრო ბევრია, ვიდრე სიტუაციით გამოწვეული უმნიშვნელო დისკომფორტი.  

ესტონეთის დაზვერვა: რუსეთის ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანები შეუსრულებელი რჩება

უკრაინაში რუსული ოპერაციების ტემპმა, რომელიც მანამდე შემცირდა, კვლავ დაიწყო მატება. ეს განსაკუთრებით ეხება სახმელეთო ძალებს. თუმცა, ოპერაციების გაზრდილი ტემპის მიუხედავად, რუსეთის ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანები, როგორც ადრე, შეუსრულებელი რჩება. აცხადებს ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელი ანტს კივისელგი. კივისელგის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კუპიანსკისა და ლიმანის რაიონებში დამატებითი ტერიტორიები დაიკავეს. მისი თქმით, რუსეთის სავარაუდო მიზანი არის კუპიანსკის რაიონში, მდინარე ოსკილის მონაკვეთისა და მდინარე ზერებეცის მონაკვეთის გაკონტროლება ლიმანისკენ. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, რუსული წინსვლა ლიმანისკენ გასული კვირის განმავლობაში საკმაოდ მცირე იყო და რუსეთმა ვერ მიაღწია ზემოხსენებული მდინარის ხაზებს,“ - ამბობს ანტს კივისელგი. დონეცკის ფრონტზე ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ბახმუტისა და ავდიივკის არეალში მიმდინარეობს. „ორივე რეგიონში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ფორმირებებს წინსვლა აქვთ. საბედნიეროდ -  შეზღუდულ ფორმატში. არის გარკვეული ძვრები ბახმუტის რაიონის ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით. ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა," აცხადებს ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ავდიივკის არეალში უკრაინელებმა მოახერხეს თავდაცვის ორი ხაზის შექმნა, რითაც ხელი შეუშალეს რუსეთის შემდგომ წინსვლას. რუსეთმა ასევე მიაღწია მცირე წარმატებებს დონეცკის რეგიონში. ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით, აქტივობა წინა კვირასთან შედარებით გარკვეულწილად, დაბალი იყო. „ყველაზე დიდი აქტივობა დაფიქსირდა რობოტინოსა და ვერბოვის მიმართულებით, სადაც რუსეთის ფედერაცია წინსვლას ცდილობდა,“ - ამბობს კივისელგი. დნიპროს მარცხენა სანაპიროზე უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ იქ შექმნილი ხიდების შეკავებას და ამ ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმების მოგერიებას.  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარებმა მოიგერიეს მტრის 23 თავდასხმა ავდიივკის მიმართულებით, დაიკავეს პოზიციები და მოიგერიეს საოკუპაციო ძალების თავდასხმები ხერსონის მიმართულებით. ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ესტონეთში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ზომები ხვალიდან ამოქმედდება

ესტონეთში ამოიწურა ვადა, რომლის დროსაც რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების მფლობელებს, რეგისტრაცია ხელახლა უნდა გაევლოთ. ოთხშაბათს, 13 მარტს, სრულდება გარდამავალი პერიოდი, როდესაც რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები ესტონურით უნდა შეცვლილიყო. 2023 წლის სექტემბერში ესტონეთმა ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნებით მანქანების შესვლა აკრძალა და მათ, ვინც უკვე ესტონეთში იმყოფებოდა, ხელახალი რეგისტრაციისთვის დრო მისცა. ოთხშაბათიდან კი, რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მართვა შესაძლოა, 400 ევრომდე ჯარიმით დაისაჯოს. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს, ესტონეთში ხელახლა დაარეგისტრირეს 83 მანქანა, რომლებსაც თავდაპირველად რუსული რეგისტრაცია ჰქონდათ. 2024 წელს კიდევ 13 მანქანა დაარეგისტრირეს. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ 2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეზღუდვა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ.

ესტონეთი უკრაინას 120 მილიარდი ევროს დაფინანსების გეგმას სთავაზობს

ესტონეთი უკრაინას, რომელსაც რუსეთი მესამე წელია, თავს ესხმის 120 მილიარდი ევროს დაფინანსების გეგმას სთავაზობს. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მუდმივი მდივნის კუსტი სალმის თქმით, წლიურად, 120 მილიარდი ევროს გამოყოფა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, ცალსახად აჩვენებს, თუ რა უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინამ მოიგოს ომი. მისი ვარაუდით, ამ თანხის ნაწილი შეიძლება, ევროობლიგაციების მეშვეობით დაფინანსდეს , სადაც ევროკომისია ფინანსურ ბაზრებზე თანხების მოზიდვას და ევროკავშირის ქვეყნების გარანტიებს გამოიყენებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ესტონელმა პოლიტიკოსებმა და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინის მოსაგებად, დასავლელმა მოკავშირეებმა მშპ-ს 0,25% უნდა ჩადონ ქვეყნის სამხედრო დახმარებაში, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიის საფუძველზე. სალმის თქმით, თუკი უკრაინის მხარდამჭერი 50-ზე მეტი ქვეყანა დახარჯავს ამ პროცენტს, ეს წელიწადში კიევისთვის 120 მილიარდ ევროზე მეტით დახმარება იქნება. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ლატვია და ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე კონტროლს გააძლიერებენ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ლატვიისა და ესტონეთის სასაზღვრო სამსახურები რუსეთთან საზღვარზე კონტროლს გააძლიერებენ. კერძოდ, ლატვიის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა გუნტის პუიატსმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის მოქალაქეების შემოწმებას. მანამდე ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლებმა განიხილეს მომავალი შაბათ-კვირის უსაფრთხოების რისკები.  უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ლატვიაში სახელმწიფო პოლიცია და სახელმწიფო მესაზღვრე ამოწმებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიგაში რუსეთის საელჩოსთან მიდიან. გარდა ამისა, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს რუსეთის განზრახვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპრეზიდენტო „არჩევნების“ ჩატარების შესახებ. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს გაიმართება.  

ესტონეთი რუს დიპლომატს აძევებს

19 მარტს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა და აცნობა, რომ რუსეთის საელჩოს დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ ესტონური მაუწყებელი ERR სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს აცნობა, რომ ესტონეთი არ მოითმენს მოსკოვის ქმედებებს ესტონეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების კოორდინირებული ჰიბრიდული ოპერაციები ესტონეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს. „ესტონეთი ასევე განიხილავს ამ საკითხს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს დამატებითი ზომები ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ღირებულებების დასაცავად,“ - აცხადებენ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა ხუთშაბათს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის. პევკურმა კიევში თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრა გამართა. ახალი პაკეტი მოიცავს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, გაზის ნიღბებს, სნაიპერულ აღჭურვილობას და მცირე კალიბრის საბრძოლო მასალას. „ჩვენ შევკრიბეთ ეს პაკეტი უკრაინისთვის მაქსიმალური სარგებელის უზრუნველსაყოფად და ამავე დროს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს არ შეამცირებს ესტონეთის თავდაცვის მზადყოფნას,“ - აღნიშნა ჰანო პევკურმა. დახმარების პაკეტში შედის 155 მმ-იანი ჭურვები, რაც ესტონეთის დამატებითი წვლილია ევროკავშირის ინიციატივაში - უკრაინისთვის მილიონი ჭურვის გაგზავნის ძალისხმევაში. ესტონეთის კონტრიბუცია ნაწილობრივ დანიის მიერ დაფინანსდება. საბრძოლო მასალის ზუსტი რაოდენობა უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება. პევკურმა აღნიშნა, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, უკრაინას ესაჭიროება, პირველ რიგში, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის ყველა ელემენტი, ასევე, სათადარიგო ნაწილები და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა. მანამდე ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2024 წლის მარტის ბოლოს უკრაინაში მიწოდებული ჭურვების რაოდენობა, ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში, მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, დაახლოებით 500 ათასს მიაღწევს. იანვარში, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროპული თავდაცვის ინდუსტრია 2024 წლის ბოლომდე სულ მცირე 1,3 მილიონი ჭურვის წარმოებას შეძლებს.  

ესტონეთის პოლიციამ საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის მოქალაქე დააკავა

ესტონეთის პოლიციამ საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის დააკავა ესტონეთის მოქალაქე სვეტლანა ბურცევა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული Balt News-ის რეპორტიორი იყო - კრემლის მიერ მართული Russia Today-ს (RT) განშტოება, იტყობინება ესტონური გამოცემა Eesti Ekspress-ი. ევროკავშირმა RT-ის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ბურცევა, რომელიც, სავარაუდოდ, სტატიებს წერდა და იღებდა ფოტოებს რუსული სახელმწიფო მედიისთვის, პირველ მარტს დააკავეს მას შემდეგ, რაც ესტონეთის სახელმწიფო პროკურატურამ ბურცევას დაკავების შუამდგომლობა 29 თებერვალს შეიტანა. საქმე მხოლოდ 27 მარტს გახდა საჯარო მას შემდეგ, რაც ბურცევას ადვოკატმა სასამართლო პროცესის მოლოდინში, პატიმრობიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება მოითხოვა. 57 წლის ბურცევას დაკავების შემდეგ პატიმრობა შეეფარდა, რათა ბრალდებული ქვეყნიდან არ გაქცეულიყო. საოლქო სასამართლო ტალინში, გირაოს თაობაზე სხდომას მომავალი თვის დასაწყისში გამართავს. რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პრორუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში. ევროკავშირის გარდა, RT-ს მაუწყებლობა შეუჩერდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის, კანადასა და ავსტრალიაში. ვიდეო-სერვისმა Youtube-მა 2022 წლის მარტში ასევე დაუბლოკა RT-ს და სხვა რუსულ არხებს სარეკლამო შემოსავლის გამომუშავება. 16 იანვარს ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე პროფესორი დააკავა.  

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა თუ დამარცხდება, ყველანი მასთან ერთად ვმარცხდებით

ა„რ არსებობს გეგმა “ბ”, თუკი უკრაინა მარცხდება, მაშინ ჩვენ, ყველანი მასთან ერთად ვმარცხდებით,„ - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა, როდესაც ჰკითხეს - „რა მოხდება თუკი უკრაინა დამარცხდება? ემზადებით ასეთი სცენარისთვის?“ მარგუს ცაჰკნას განცხადებით, გეგმა, რომელიც არსებობს, ძალიან მარტივია: „მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ითხოვენ.“ „ჩვენ არ ვემზადებით სათადარიგო გეგმისთვის, რადგან უპირველესი გეგმის გაძლიერებაში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ პუტინის გეგმით ეს „სპეციალური ოპერაცია“ ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის უკრაინელი ხალხის ნება, ბრძოლა. ჩვენთვის გეგმა სინამდვილეში ძალიან მარტივია: მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ითხოვენ. ისინი არ გვთხოვენ, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა იბრძოლონ მათ მაგივრად. გვთხოვენ იარაღს, ამუნიციას, ფულს. ეს ყველაფერი გვაქვს. ამიტომ ვუხსნით ჩვენს პარტნიორებს, რომ უმთავრესი ისაა, არ გვეშინოდეს. გამუდმებით გვესმის საუბარი ესკალაციის [რისკის] შესახებ: რომ შესაძლოა ესა თუ ის ნაბიჯი იყოს ესკალაცია. მაგრამ მე გეკითხებით, თუკი ეს არაა ესკალაცია, მაშინ რაღაა? მე არ მჯერა პუტინის მუქარის, რომ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყოველთვის, როცა უკრაინას ახალ შეარაღებას, ტექნიკას ვაძლევთ, პუტინი ამბობს, რომ აი, ახლა ესკალაცია მოხდება, მაგრამ არაფერი მომხდარა. ის უბრალოდ ხოცავს უკრაინელ ხალხს. არღვევს ყველა წესსა და კანონს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევქმენით. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს: არ არსებობს გეგმა “ბ”, თუკი უკრაინა მარცხდება, მაშინ ჩვენ, ყველანი მასთან ერთად ვმარცხდებით. ეს არაა მხოლოდ უკრაინის საკითხი, მეტიც, [რუსეთის მიერ] NATO-ს გამოცდის საკითხიც კი არაა, [ამ შემთხვევაში] ჩვენ დავმარცხდებით როგორც დემოკრატიები. ჩვენ არ ვმუშაობთ სათადარიგო გეგმაზე, უარესისთვის მომზადების თვალსაზრისით. ჩვენ უპირველეს გეგმაში ვდებთ ინვესტიციას. თუმცა, ცხადია, ვზრდით თავდაცვის ხარჯებს. გვესმის, რომ რუსეთი საფრთხედ დარჩება. 2016-17 წლებში, როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ჩვენი საზღვრის მეორე მხარეს 120 000 რუსი ჯარისკაცი იდგა. 24 საათში შესვლის მზადყოფნაში. ეს ძალები აღარ არსებობს, ისინი უკრაინაში გაანადგურეს. ასე რომ, უკრაინა არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის, ან ჩვენთვის იბრძვის, არამედ ჩვენ ნაცვლადაც. ესაა მიზეზი, რატომ ვაძლევთ ამდენ სამხედრო დახმარებას უკრაინას, რადგან ეს იარაღი იმ ძალებისგან ჩვენს დასაცავად იყო განკუთვნილი, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ამ იარაღს ძალიან კარგად იყენებენ უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი გეგმავს ამ შესაძლებლობების ჩვენი საზღვრის მეორე მხარეს კვლავ განთავსებას,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.  

ესტონეთმა რუსული ეკლესიის წარმომადგენლები დაიბარა მას შემდეგ, რაც პატრიარქ კირილის ხელმძღვანელობით მოქმედმა საბჭომ უკრაინის ომს "წმინდა" უწოდა

ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები საუბარზე მიიწვია იმის გამო, რომ გლობალური რუსეთის სახალხო კრებამ, რომელსაც პატრიარქი კირილი ხელმძღვანეობს, უკრაინაში მიმდინარე ომს „წმინდა“ უწოდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლეანემეცმა განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პატრიარქ კირილის განცხადებები მიუღებელია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს, იცოდეს ოფიციალური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ, ისინი სამშაბათს დილით მიიწვიეს საუბარზე. „სხვა საკითხებთან ერთად, პატრიარქმა თქვა, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ომი მთელი დასავლეთის, ანუ ჩვენ წინააღმდეგ (...) წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში რომელიმე დასავლურ სახელმწიფოში რელიგიურმა ლიდერმა ასე წაახალისოს ომი,“ - განაცხადა ლაენემეცმა. მინისტრმა გაიხსენა, რომ ესტონეთში სიძულვილის გაღვივება და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამოხატვა აკრძალულია. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ესტონეთში 100 ათასამდე მორწმუნე ჰყავს. რუსული ეკლესია ნეონაცისტურ ნარატივებს ავრცელებს - უკრაინის ელჩი გაეროში 27 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა „გლობალური რუსეთის სახალხო კრების“ ბრძანება (საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც თავმჯდომარეობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი) რომელშიც უკრაინის ომს "წმინდა" უწოდეს. მასში ნათქვამია. რომ „თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს მხოლოდ რუსული გავლენის ზონაში.“ ფორმალურად, დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, თუმცა, VRNS-ის მუშაობაში მრავალი საეკლესიო იერარქი და ეკლესიასთან დაკავშირებული საზოგადო მოღვაწე მონაწილეობენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჩამოაყალიბა უფრო ფართო ნაციონალისტური იდეოლოგია უკრაინის ომისა და რუსეთის ექსპანსიონისტური გეგმის გარშემო.

ესტონეთი 18 Caesar-ის შესყიდვას და გემის აშენებას გეგმავს

ესტონეთის თავდაცვის ძალებმა შესაძლოა, „კეისრის“ ტიპის 18 თანამედროვე ფრანგული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (SPG) მიიღოს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა Postimees-თან ინტერვიუში განაცხადა. პევკურის თქმით, 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანაყოფები თავდაცვის ძალების გაძლიერების პაკეტში იარაღის ყველაზე მნიშვნელოვანი შესყიდვაა. დაგეგმილია მათგან ცალკე ბატალიონის ჩამოყალიბება, რომელიც უშუალოდ პირველ დივიზიას მოემსახურება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაგეგმილი ინვესტიცია ესტონეთის საზღვაო ძალებისთვის ახალი გემის მშენებლობაა. „ჩვენ თვითონ ვგეგმავთ ახალი გემის აშენებას, ვიდრე მის შეკვეთას,“ - აღნიშნა პევკურმა და დაამატა, რომ მისი სავარაუდო ღირებულება 30-40 მილიონი ევრო იქნება. შეგახსენებთ, რომ ჰანო პევკურმა 21 მარტს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის. ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 29 მარტს, ესტონეთის NATO-ში გაწევრიანების-მე-20 წლისთავზე, მოუწოდა ყველას, მხარი დაუჭირონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.  

ესტონეთმა მარტში კიბერშეტევების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირა

მარტში ესტონეთმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოს საჯარო სექტორის ვებგვერდებზე კიბერშეტევების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირა. გაზაფხულის პირველ თვეში მთავრობის საინფორმაციო სისტემის ინციდენტებზე რეაგირების განყოფილებამ (RIA) 522 სერიოზული კიბერ ინციდენტი დააფიქსირა. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა და ცხრა სხვა სახელმწიფომ 20 დეკემბერს წამოიწყეს უკრაინის მხარდასაჭერი პროექტი. ტალინის მექანიზმი IT კოალიციის პარალელურად ფუნქციონირებს, რომელიც სამხედრო სფეროში უკრაინის კიბერ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს.  

ესტონეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას მოითხოვენ

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორი ლიენემეცმა განაცხადა, რომ აპირებს ადგილობრივ პარლამენტს, რიიგიკოგუს, შესთავაზოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ETV-ის ეთერში განაცხადა. „თუ პარალელს გავავლებთ, ისლამური ტერორისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი წმინდა ომს აწარმოებენ დასავლური სამყაროს, დასავლური სამყაროს ღირებულებების წინააღმდეგ, მაშინ დღეს მოსკოვში მოქმედი პატრიარქი და საპატრიარქო არაფრით განსხვავდებიან ისლამური ტერორისტებისგან," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს მართავს ვლადიმირ პუტინი, რომელსაც მინისტრმა "მსოფლიოში ტერორისტული საქმიანობის ლიდერი" უწოდა. ლიენემეცის თქმით, ეს უნდა დაეხმაროს ქვეყნის მართლმადიდებლებს, გამოეყონ და გამოვიდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებიდან. მანამდე სამინისტრომ მოითხოვა ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის "პატრიარქ კირილის დაქვემდებარებიდან გასვლა." ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ადრე აღნიშნა, რომ ეკლესია პირდაპირ არ ექვემდებარება რმე-ს. ვლადიმირ ლეგოიდამ, მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა, რმე-ს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ წინადადების პასუხად განაცხადა, რომ ასეთი განზრახვა ესტონეთს "რელიგიური ომების, წმინდა ბართლომეს ღამისა და კუდიანებზე ნადირობის ბნელ დროში აბრუნებს." ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში მრევლის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდია. მიმდინარე წლის იანვარში ესტონეთის ხელისუფლებამ უარი თქვა მისი წინამძღოლისთვის, მიტროპოლიტ ევგენისთვის (ვალერი რეშეტნიკოვი) ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე. მიტროპოლიტი სახელმწიფოსთვის საფრთხედ აღიარეს.  

ესტონეთმა დანიასთან კოორდინაციით, უკრაინას საპატრულო კატარღები გადასცა

ესტონეთმა უკრაინას ორი საპატრულო კატარღა გადასცა. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ასეთი დახმარება ხელს უწყობს უკრაინას, უზრუნველყოს სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო ხაზები და დაიცვას თავისი ტერიტორიული წყლები. ესტონეთმა სამწლიანი სტრატეგიული გეგმა მოამზადა დასავლეთის ქვეყნებისთვის, რათა უკრაინას ომის მოგებაში დაეხმაროს. ესტონეთი ოთხი წლის განმავლობაში უკრაინას მშპ-ს 0,25%-ის ოდენობით დახმარებას დაჰპირდა. მთლიანობაში, ტალინი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარებას გაუწევს 2027 წლამდე.