ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე: შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, მიშა ყაველაშვილს

სამწუხაროა, როცა დეპუტატს ტყუილებში ადანაშაულებ. ყაველაშვილი ხალხის მიერ არჩეულია და პასუხის ეს ფორმა და შინაარსი, ჩემთვის იყო სამწუხარო და დასანანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას განცადა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილს წერილს გამოეხმაურა.

„ამაში ჩვენ ვერ შევალთ ფორმა სწორია თუ არასწორია, როცა არის დამოუკიდებელი დეპუტატი, მას აქვს უფლება. აქ პასუხზე უნდა გავამახვილო ყურადღება, ესეც რაღაც უხერხულობას შეიცავს ჩემთვის იმიტომ, რომ მაინც მიწევს საჯარო პოლემიკაში შესვლა, მაგრამ მიშა ყაველაშვილი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო წლების განმავლობაში, არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს ძალიან სამწუხაროა.

დღეს უკვე ვთქვი, რომ ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ თან არგუმენტებით, ფოტიგა, კუბილიუსი, გალერი და ა.შ მართლა გაუგონარ რაღაცეებს ამბობენ ხოლმე და გვიწევს გაკრიტიკება, იგივე რეზოლუცია რომ ავიღოთ, მართლა გაუგონარი რეზოლუცია იყო და გვიწევდა ბუნებრივია გაკრიტიკება, არგუმენტებით ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ გალერის ვეუბნებით არგუმენტით, შენ როცა ამბობ, რომ პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს, ეს არის ნონსენსი, ეს ხომ უმარტივესი ჭეშმარიტებაა. კრიტიკა არ სცილდება ეთიკის ფარგლებს, არ ვამბობთ, რომ ტყუილებს ლაპარაკობს გალერი. ეს ფორმა და შინაარსი ჩვენ არ აგვირჩევია, კრიტიკას ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით, შეურაცხყოფასაც ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით", - განაცხადა კობახიძემ.


ასევე წაიკითხეთ:

კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე