საფრანგეთის მთავრობა რუსული გაზის იმპორტის სრული შეწყვეტისთვის ემზადება. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ დღეს ეს ყველაზე სავარაუდო სცენარია. მისი მიწოდების დაახლოებით 17%, რუსეთიდან მოდის, საფრანგეთი ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ვიდრე ზოგიერთი მისი მეზობელი, მაგრამ მთავრობა საგანგებო გეგმებს ამზადებს.
„ვფიქრობ, რომ რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რეალური შესაძლებლობაა... და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ სცენარისთვის”, - განაცხადა მინისტრმა.