აშშ-ის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (Financial Crimes Enforcement Network – FinCEN) და ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) გამოსცეს ერთობლივი გაფრთხილება, რომელიც რუსეთისა და ბელორუსისთვის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის თავიდან აცილების პოტენციურ მცდელობებს ეხება.
„უსაფრთხოების ბიურომ გამოავლინა გარკვეული საერთო გადაზიდვის პუნქტები, სადაც, როგორც ცნობილია, შეზღუდული ან კონტროლირებადი ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში ადგილამდე მისვლამდე ჩადის. ეს პუნქტები არასრულია, თუმცა მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: სომხეთი, ბრაზილია, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, ნიკარაგუა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უზბეკეთი.
ზოგიერთ შემთხვევაში, აშშ-ის მიერ კონტროლირებული ნივთები, შეიძლება, კანონიერად იყოს ექსპორტირებული ამ და სხვა იურისდიქციებში, როგორც სხვა მზა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის სახით, თუმცა ამ მზა პროდუქციისა და საქონლის შემდგომი ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში, პოტენციური სატრანზიტო პუნქტების გავლით, შესაძლოა, აიკრძალოს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.