მარიუპოლში, რომელიც დროებით არის ოკუპირებული რუსული ჯარების მიერ, თვითგამოცხადებული „ავტორიტეტები“ ოფიციალური მობილიზაციის დაწყებას უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ შემოდგომაზე გეგმავენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
„მობილიზაცია ფრონტზე. საოკუპაციო ხელისუფლება გეგმავს მარიუპოლში ოფიციალური მობილიზაციის დაწყებას შემოდგომაზე - ყველას მობილიზაციას გამონაკლისის გარეშე. ეს არ არის უკრაინული მობილიზაცია, რომელიც მოითხოვს სამხედრო სამსახურში მომზადებას ან გამოცდილებას“, - წერს ანდრიუშჩენკო.
როგორც ცნობილია, მარიუპოლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა, რომელიც რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. რუსეთის ძალების დაბომბვის შედეგად, ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა.
მარიუპოლს წყალი და გაზი ნორმალურად არ მიეწოდება. რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ქალაქში 22000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რუსეთში და დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 50 000-ზე მეტი ადამიანია დეპორტირებული. ბლოკირებულ ქალაქში ამჟამად 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.