რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული მარიუპოლის რეკონსტრუქცია 14 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება და მის სრულ აღდგენას შვიდიდან ათ წლამდე დასჭირდება. მერის თქმით, ომის გამო ქალაქში 1356 საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა ან დაზიანდა, კერძო სახლების 40% დაიბომბა. მათი უმეტესობის რეკონსტრუქცია შეუძლებელია. ამიტომ, იგეგმება ახალი ობიექტების მშენებლობა.
ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და მსხვილმა უკრაინულმა ბიზნესმა უკვე გამოაცხადეს მზადყოფნა, თავიანთი წვლილი შეიტანონ მარიუპოლის აღდგენაში.
უკრინა მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული ქალაქების აღდგენის გამოცდილების გაზიარებას გეგმავს. ესენია, გდანსკი, ვარშავა, დრეზდენი, როტერდამი.
ჩვენ ვსწავლობთ მათ გამოცდილებას. ვიმედოვნებთ, რომ მარშალის გეგმაში ცალკე თავი იქნება მარიუპოლისთვის. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და EIB-ს. მჯერა, რომ ერთად აღვადგენთ მარიუპოლს და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ მას“, - აღნიშნა ქალაქის მერმა.
მარიუპოლი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის, რომელიც რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. ქალაქი დაბომბვის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა. ამჟამად მარიუპოლს ნორმალურად არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და გაზი. რუსეთის შეჭრის შედეგად, ქალაქში 22000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რუსეთში და დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 50 000-ზე მეტი ადამიანია დეპორტირებული.