თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანი Twitter-ზე წერს.
- თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ
- ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული
ფაშინიანის თქმით, ლიდერებმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის შესახებ ისაუბრეს.
„თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ ის მნიშვნელობა, რასაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ვანიჭებთ. ჩვენ ველოდებით, 1-ელ ივლისს ჩვენი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ადრეულ განხორციელებას", - წერს ფაშინიანი.