NASA-მ ისტორიაში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის, ჯეიმს ვების მიერ გადაღებულ პირველი სრულყოფილი, სამეცნიერო ღირებულების მქონე ფოტო გამოაქვეყნა.
ეს არის შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი სურათი, რაც კი ოდესმე ასახულა.
NASA იუწყება, რომ ტელესკოპმა შეძლო ამ სურათის გადაღება ერთ დღეზე ნაკლებ დროში, მაშინ როდესაც ჰაბლის მსგავსი ღრმა ველის ფოტოს შეიძლება, რამდენიმე კვირაც კი დასჭირდეს.
ცნობისთვის, ფოტო თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა წარმოადგინეს.
სხვა ფოტოები მედიისთვის 12 ივლისს, თბილისის დროით 18:30 საათზე გახდება ხელმისაწვდომი, როდესაც კოსმოსური სააგენტო სურათს პირდაპირ ეთერში წარადგენს.