თეგი: NASA
NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება
აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ინფორმაციით, დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს. მათივე ცნობით, სავარაუდოდ, ასტეროიდი, რომელიც 43000 კმ/სთ სიჩქარით მოფრინავს, დედამიწას 4 მარტს მოუახლოვდება.
სამყაროს ყველაზე ღრმა ხედი ისტორიაში - NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სრულყოფილი ფოტო გამოაქვეყნა
NASA-მ ისტორიაში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის, ჯეიმს ვების მიერ გადაღებულ პირველი სრულყოფილი, სამეცნიერო ღირებულების მქონე ფოტო გამოაქვეყნა. ეს არის შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი სურათი, რაც კი ოდესმე ასახულა. NASA იუწყება, რომ ტელესკოპმა შეძლო ამ სურათის გადაღება ერთ დღეზე ნაკლებ დროში, მაშინ როდესაც ჰაბლის მსგავსი ღრმა ველის ფოტოს შეიძლება, რამდენიმე კვირაც კი დასჭირდეს. ცნობისთვის, ფოტო თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა წარმოადგინეს. სხვა ფოტოები მედიისთვის 12 ივლისს, თბილისის დროით 18:30 საათზე გახდება ხელმისაწვდომი, როდესაც კოსმოსური სააგენტო სურათს პირდაპირ ეთერში წარადგენს.
NASA-მ გიგანტური რაკეტის გაშვება ტექნიკური პრობლემის გამო შეაჩერა
NASA-ს ახალი რაკეტის Space Launch System (SLS) მთვარეზე პირველი ფრენა ვერ შედგა. BBC-ის ცნობით, სპეციალისტები ტექნიკურ პრობლემაზე საუბრობენ. SLS-ი ყველაზე ძლიერი რაკეტაა, რომლითაც პროექტის - Artemis განხორციელება იგეგმება და რომლის მიზანიც მთვარის ზედაპირზე ადამიანების გაგზავნაა. ახალი რაკეტა კენედის კოსმოსური ცენტრიდან, ცარიელი სატესტო კაფსულით დღეს თბილისის დროით 4 საათსა და 33 წუთზე უნდა გაშვებულიყო. ხომალდს მთვარის გარშემო უნდა ეფრინა და 6 კვირაში დედამიწაზე დაბრუნებულიყო. ეს არის ყველაზე გიგანტური რაკეტა, რომელიც ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს ოდესმე შეუქმნია.
NASA-მ რაკეტა SLS-ის სტარტი მეორედ გადადო
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ ზემძიმე მზიდი რაკეტა SLS-ის სტარტი, რომელსაც ხომალდი Orion-ი მთვარისკენ უნდა წაეყვანა, ხუთ დღეში მეორედ გადადო. NASA-მ გიგანტური რაკეტის გაშვება ტექნიკური პრობლემის გამო შეაჩერა ახალი სავარაუდო სტარტის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა, YouTube-ზე ღონისძიების ოფიციალურ ტრანსლაციას ახალი თარიღად 5 სექტემბერი აქვს მითითებული. NASA-მ აღიარა, რომ SLS-ის სტარტი შესაძლოა, ოქტომბრამდე გადაიდოს. მანამდე SLS-ის გაშვება 29 აგვისტოს იყო დაგეგმილი. რაც SLS-ის პირველი ეტაპის ცენტრალური ბლოკის ერთ-ერთ ძრავთან შესაძლო პრობლემების გამო გაუქმდა.
NASA ააშენებს ახალ ტელესკოპს, რომელსაც სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოსაჩენად გამოიყენებენ
NASA-მ წარმოადგინა მრავალმილიარდ დოლარიანი ტელესკოპის საწყისი გეგმა, რათა უცხო სამყაროში სიცოცხლე აღმოაჩინოს. NASA 2040 წლისთვის გეგმავს ახალი ტელესკოპის აშენებას, რომელიც ჯეიმს უებს ჩაანაცვლებს. მას სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოსაჩენად გამოიყენებენ. ახალი ტელესკოპის გაშვება სულ მცირე 11 მილიარდი დოლარი დაჯდება. ტელესკოპის შესახებ ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი. გარდა ზოგადი ასტროფიზიკური ამოცანებისა, სავარაუდოდ, ტელესკოპს ასევე უნდა შეეძლოს, სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინოს დედამიწის მსგავს 25 ახლომდებარე ეგზოპლანეტაზე.
დაბნეულობა კიევის ცაზე ნათების გამომწვევი მიზეზის გარშემო - NASA მონაწილეობას უარყოფს - The Guardian
უკრაინის დედაქალაქის ცაზე ნათებამ გამოიწვია დაბნეულობა და განგაში, რადგან ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს გამოწვეული იყო NASA-ს თანამგზავრის ატმოსფეროში შეღწევით, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA კი უარყოფს, რომ კიევის თავზე მისი თანამგზავრი ჩამოვარდა. NASA-ს სპიკერმა AFP-ს განუცხადა, რომ კიევის თავზე უჩვეულო ნათების დროს თანამგზავრი ჯერ კიდევ ორბიტაზე იყო. უკრაინის განმარტებით, კიევის თავზე ნათება კოსმოსური თანამგზავრის ჩამოვარდნამ გამოიწვია. კიევის ცაზე უჩვეულო ნათება გასულ ღამით, დაახლოებით 22:00 საათისთვის შენიშნეს. ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტოს(NASA) თანამგზავრი ჩამოვარდა. მისივე თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა არ ჩართულა და ხმელეთზე შესაძლო მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, მხოლოდ განგაში გამოცხადდა. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის საფრთხე არ ყოფილა. უკრაინელი სამხედროების წინასწარი შეფასებით, კიევის თავზე აფეთქება თანამგზავრის/მეტეორიტის ჩამოვარდნასთან იყო დაკავშირებული.
ამერიკული და რუსული კოსმოსური ხომალდები ერთმანეთს სახიფათოდ მიუახლოვდებიან - NASA
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი NASA-ს კოსმოსურ ხომალდს (TIMED) და რუსულ თანამგზავრს - Cosmos 2221-ს აკვირდება. განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რამდენად მიუახლოვდება კოსმოსური ხომალდი ერთმანეთს. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, კოსმოსური ხომალდები, სავარაუდოდ, ერთმანეთს მიუახლოვდებიან, თუმცა განცხადებაში დეტალები დაკონკრეტებული არ არის. NASA-მ განაცხადა, რომ ორი თანამგზავრი, რომლებსაც მანევრირება არ შეუძლია, ერთმანეთს დაახლოებით 1:30 საათზე, EST (0630 GMT) დაახლოებით 373 მილის (600 კმ) სიმაღლეზე მიუახლოვდებიან. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ხომალდებს შორის შეჯახებას არ ელოდება.
მზის სრული დაბნელების ნახვა დღეს 31,5 მილიონ ადამიანს შეუძლია
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილში მზე სრულად დაბნელდა. როგორც СNN წერს, მზის დაბნელება მალე ხილვადი იქნება აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ მდებარე ზოგიერთ ქალაქში. NASA-ს ცნობით, ეს მოვლენა იშვიათია, რადგან ის მოიცავს რამდენიმე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს, სადაც 31,5 მილიონ ადამიანს შეეძლო მზის სრული დაბნელების ნახვა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა. მზის დისკო მთვარემ 4 წუთისა და 48 წამის განმავლობაში სრულად გადაფარა. მსგავსი მოვლენა კონტინენტზე 2044 წლამდე აღარ განმეორდება. დაბნელებას მზის, მთვარისა და დედამიწის კოსმოსური განლაგება იწვევს.