თბილისში, თამარ მეფის გამზირზე სამსართულიან კორპუსში ხანძარია

თბილისში, თამარ მეფის N20-ში, სამსართულიან კორპუსში ხანძარია. მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ასევე, რამდენიმე მცხოვრები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.