ისრაელისა და საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნები გამართეს. თურქული მედია წერს, რომ საჰაერო წვრთნები ხელს უწყობს ბრძოლებისთვის მზადყოფნის გაზრდას სხვადასხვა სცენარში, ასევე, აძლიერებს ურთიერთობას ისრაელისა და საბერძნეთის საჰაერო ძალებს შორის.
სწავლება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ისრაელის სახელმწიფოსა და საბერძნეთს შორის სტრატეგიული და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებაში. სწავლება ასევე ხელს უწყობს სამხედროების სხვადასხვა საბრძოლო შესაძლებლობის და მათი კომპეტენციის განვითარებას შესაძლო საბრძოლო სცენარებში“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის უწყების ოფიციალურ განცხადებაში.