შრი-ლანკის პარლამენტმა პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომა დაამტკიცა, რითაც დასრულდა ოჯახის მმართველობა, რომელიც ძალაუფლებას თითქმის 20 წლის განმავლობაში ფლობდა. BBC წერს, რომ რაჯაპაქსა ოფიციალურად, სინგაპურში გაქცევის შემდეგ გადადგა, ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მასობრივი პროტესტი, „შრი-ლანკა „ეკონომიკურ ქაოსშია“, რადგან მას სურსათის, საწვავის და სხვა ძირითადი მარაგების მწვავე დეფიციტი ემუქრება“, - წერს BBC.
შრი-ლანკის პარლამენტის სპიკერმა პარლამენტს მოუწოდა, ახალი ლიდერის არჩევის პროცესის დასაწყებად შაბათს შეიკრიბოს. პრემიერ-მინისტრმა რანილ ვიკრემესინგემ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების ფიცი დადო.
გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობის დატოვებაზე განაცხადების გაეთებას 13 ივლისს გეგმავდა.
9 ივლისს, 22 მილიონიან შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა.
მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.