სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება.

გოგაშვილის დაკავების ოპერაცია მის საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით ჩატარდა. სხვა დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.