მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია, - საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
- ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
„ძალიან მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, შედეგს გამოიღებს“, – წერს „ტვიტერში“ ილია დარჩიაშვილი.
ასევე წაიკითხეთ:
თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება