აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.
- ჯეიჰუნ ბაირამოვი: სასიამოვნო იყო ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა
- ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის.
„საქართველო ერთგული რჩება პოზიტიური როლის შესრულებისა და დიალოგის ფორმატში შეხვედრების მასპინძლობის იდეისადმი, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს რეგიონში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
ასევე წაიკითხეთ: