სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განცხადებით, ტრადიციულად, მეგობრული ურთიერთობები ორ მოძმე ხალხს შორის, რომელიც მდიდარ კულტურულ, ისტორიულ მემკვიდრეობასა და ღირებულებების იდენტურ სისტემას ეფუძნება, თანმიმდევრული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით გამყარებას განაგრძობს, რაც შემდგომი ურთიერთქმედებისა და სახელმწიფოს მშენებლობისთვის წინაპირობებს ქმნის.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 30 წელი მხოლოდ წამია სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან ორი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს პერიოდი მნიშვნელოვანი მიღწევებისა და წარმატებების მდიდარი კეთილმეზობლური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებისა და მოწესრიგების უმნიშვნელოვანეს პერიოდად ხასიათდება.
„სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეზობელ და მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების თანმიმდევრულ განვითარებას და მტკიცე ვალდებულებას, რომ ყველა სფეროში არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაფართოოთ, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ მილოცვაში.