შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.
„აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - მამუკა ჭელიძემ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მამუკა ჭელიძემ ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელს - სარა რუპერტს და ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ატაშეს საქართველოში - ჯენიფერ სვიდერს მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული ტექნიკური აღჭურვილობა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას შეუწყობს ხელს და გამომძიებლებს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის გამოვლენაში, აღკვეთასა და გავრცელების პრევენციაში დაეხმარება.
სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) სამართალდამცავ სფეროში სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, კინოლოგიური სამსახურის განვითარების (K-9), ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და სხვა მიმართულებებით“, - აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაშია.