აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის აღჭურვილობის გადაცემა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას დაეხმარება.
„გასულ კვირას აშშ-ის საელჩომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადასცა აღჭურვილობა, რომელიც დაეხმარება ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას და ტრანსნაციონალურ ქსელებს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში სახიფათო კონტრაბანდის შეტანაში ხელს შეუშლის“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.