ჯოზეფ ბორელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა სამხრეთ კავკასია იქცეს უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სივრცე მისი ყველა მცხოვრებისთვის

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 16 ივლისს, თბილისში გაიმართა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა სამხრეთ კავკასია იქცეს უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სივრცე მისი ყველა მცხოვრებისთვის. ამასთან დაკავშირებით, მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც გასულ შაბათს, თბილისში გაიმართა. მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მან ამ შეხვედრის შესახებ მოგვაწოდა. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და უთანხმოების გადალახვასა და გადაწყვეტილებების მოძიებაზე აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. 

19 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიცილ ბრიფინგზეც განაცხადეს, რომ აშშ მიესალმა სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას და აღნიშნეს, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა მშვიდობის მისაღწევად.

„ჩვენ აქტიურ როლს ვასრულებთ. ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ორმხრივ დონეზე და თანამოაზრე პატრიოტებთან ერთად, მათ შორის ჩვენი როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში.

ბოლო კვირებში სახელმწიფო მდივან ბლინკენს ჰქონდა ურთიერთობის შესაძლებლობა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დონფრიდს, ასევე სხვებს ჰქონდათ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან მაღალი დონის ურთიერთობის შესაძლებლობა. ჩვენ მივესალმეთ წარმომადგენლებს შორის შეხვედრას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის და კეთილდღეობის მისაღწევად და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას ყველა შესაძლებელი გზით“, - განაცხადა პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

უფრო ადრე, თავად სახელმწიფო მდივნის Twitter-ზე განთავსდა ენტონი ბლინკენის შეფასება, რომელიც აღნიშნავდაა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს.

თბილისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას 16 ივლისს უმასპინძლა.