შრი-ლანკის პარლამენტმა პრეზიდენტად რანილ ვიკრემესინგე აირჩია.
რანილ ვიკრემესინგემ საპარლამენტო კენჭისყრაში 134 ხმით, 82-ის წინააღმდეგ მისი მთავარი კონკურენტი, დულუს ალაჰაპერუმა დაამარცხა.
„ვიკრემესინგეს ბევრი განიხილავს, როგორც გამჭრიახ ფიგურას. ექვსგზის პრემიერ მინისტრმა, წინა ორ, საპრეზიდენტო კენჭისყრაში წარმატებას ვერ მიაღწია. მისი გამარჯვება ახლა ნიშნავს, რომ ვიკრემესინგეს საპრეზიდენტო ვადა 2024 წლამდე განისაზღვრა“, - წერს BBC.
შრი-ლანკის პარლამენტმა პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომა 15 იცლისს დაამტკიცა, რითაც დასრულდა ოჯახის მმართველობა, რომელიც ძალაუფლებას თითქმის 20 წლის განმავლობაში ფლობდა. რაჯაპაქსა ოფიციალურად, სინგაპურში გაქცევის შემდეგ გადადგა, ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მასობრივი პროტესტი, „შრი-ლანკა „ეკონომიკურ ქაოსშია“, რადგან მას სურსათის, საწვავის და სხვა ძირითადი მარაგების მწვავე დეფიციტი ემუქრება.
გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობის დატოვებაზე განაცხადების გაეთებას 13 ივლისს გეგმავდა.
9 ივლისს, 22 მილიონიან შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა.
მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.