იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა სენატორის პიერ კაზიმის რეზოლუციას, რომელითაც მან მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა.
იტალიის სენატის ზედა პალატის სხდომას 192 სენატორი ესწრებოდა. კენჭისყრისას ხმა 133-მა მისცა. აქედან პიერ კაზიმის რეზოლუციას მხარი 95-მა დაუჭირა, ხოლო 38 წინააღმდეგი წავიდა. კენჭისყრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი იტალიის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემგზავრა, რათა სახელმწიფოს მეთაურთან, სერჯო მატარელასთან ერთად მისი მომავალი ბედი დაედგინა.
მოგვიანებით იტალიურმა მედიამ განმარტა, რომ დრაგი პრეზიდენტთან არ წასულა. მათი შეხვედრა, დიდი ალბათობით, ხუთშაბათს, პარლამენტის ქვედა პალატაში მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვის შემდეგ გაიმართება.
მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.