იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის შემდეგ პარლამენტის ორივე პალატა დაშალა. მატარელამ შესაბამის დეკრეტს ხელი მოაწერა.
კონსტიტუციის მიხედვით, იტალიამ ახალი პარლამენტი 70 დღეში უნდა აირჩიოს.
არჩევნები 25 სექტემბერს გაიმართება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა. მან შესაბამისი განცხადებით იტალიის პრეზიდენტს მეორედ მიმართა, რომელმაც მისი თხოვნა დააკმაყოფილა.