იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა. მან შესაბამისი განცხადებით იტალიის პრეზიდენტს მეორედ მიმართა, რომელმაც მისი თხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ დააკმაყოფილა.
მანამდე იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა სენატორ პიერ კაზიმის რეზოლუციას, რომელითაც მან მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა.
იტალიის სენატის ზედა პალატის სხდომას 192 სენატორი ესწრებოდა. კენჭისყრისას ხმა 133-მა მისცა. აქედან პიერ კაზიმის რეზოლუციას მხარი 95-მა დაუჭირა, ხოლო 38 წინააღმდეგი წავიდა.
მარიო დრაგიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან.
„5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.