ტრამპი: მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, 20 იანვარს ძალაუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას მისი სოციალური მედიის თანაშემწე დან სკავინო სოციალურ ქსელ Twitter-ში ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები ჩემ განცხადებას ამტიკიცებს, ამის მიუხედავად, 20 იანვარს ორგანიზებული გადაცემა მოხდება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მხოლოდ კანონიერი ხმების დათვლა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საპრეზიდენტო ისტორიაში უდიდესი პირველი ვადის დასრულება, ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლის დასაწყისია იმისათვის, რომ ამერიკა ისევ დიდი გახდეს“, – აცხადებს ტრამპი.