სალომე ზურაბიშვილი: კატეგორიულად ვგმობ ირაკლი კობახიძის უკადრის გამოსვლას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს „უკადრის საქციელს“ უწოდებს.

„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე დაწერა.

„ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა! ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“, - წერს ზურაბშვილი.

დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. რასაც კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა და ჟურნალისტს უხეშად მიმართა.