აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბარს ომის დაწყების შემდეგ პირველად გეგმავს. აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო ზარს ამ კვირაშე ელოდება. წერს CNN.
მხარეეები სავარაუდოდ, ორ მთავარ საკითხს განიხილავენ - დაკავებულების გაცვლა და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი.
CNN იუწყება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გაცვლას სთავაზობს დაკავებულ ორ ამერიკელზე. საუბარია ბრიტნი გრინერსა და პოლ უილანზე. გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. გრინერს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვის ბრალდების გამო, ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამერიკელი პოლ უილანი კი, მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს. 2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ვიქტორ ბუტს 25-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი აშშ-ის ციხეში. ბუტი დამნაშავედ არის ცნობილი შეთქმულებაში, რომლის მიზანი აშშ-ის მოქალაქეთა მკვლელობა იყო. მას ბრალად ასევე ედება ტერორისტული ორგანიზაციებისათვის დახმარების გაწევა.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ ლავროვთან საუბრისას უკრაინაზე მოლაპარაკებას არ აპირებს და გაიმეორა, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის საკითხს არ განიხილავენ.