"ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ძალების მობილიზებისთვის მზადაა", - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ომის საიუბილეო ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც BBC წერს, კიმ ჩინ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის გაძლიერება "გადაუდებელი ისტორიული ამოცანაა".
„სრულ მზადყოფნაში ვართ, ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის. აშშ ცდილობს, ჩრდილოეთ კორეის რეგულარული სამხედრო წვრთნები არასწორად წარმოაჩინოს, როგორც პროვოკაცია", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ბირთვული გამოცდა 2017 წელს ჩაატარა.
ასევე წაიკითხეთ:
- ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა
- ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 17“-ის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა