რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ როლი საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესაცვლელად საკმარისი არ არის. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
„ვაგნერის როლი, ალბათ, შეიცვალა, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო ქვეითი ძალების დიდი დეფიციტი აქვს, თუმცა „ვაგნერის“ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომის ტრაექტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანონ“, - იტყობინება სადაზვერვო სააგენტო.
ამასთან, აღნიშნულია, რომ მარტიდან Wagner PMC უკრაინის აღმოსავლეთში რუს სამხედროებთან კოორდინაციით მოქმედებს.