CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესის განცხადებით, ვითარება ბრძოლის ველზე მნიშვნელოვნად იცვლება უკრაინის სასარგებლოდ. მისი თქმით, ომის „ცივი ფაზა“ მხოლოდ რუსეთისთვის არის მომგებიანი.
„მე მჯერა, რომ თუ დასავლეთი/აშშ გააგრძელებს დანაპირების უფრო სწრაფი ტემპით შესრულებას, მაშინ უკრაინული ძალები შეძლებენ რუსული ძალების დაბრუნებას 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციამდე, ამ წლის ბოლომდე. სიტუაცია უკვე მნიშვნელოვნად გარდაიქმნება უკრაინის სასარგებლოდ. ველოდები, რომ აქტიური საომარი მოქმედებები გაგრძელდება ზამთარში. უკრაინას ალბათ, სურს, გააგრძელოს ზეწოლა რუსულ ძალებზე, რომლებსაც ჩემი აზრით, ძალა გამოელიათ... და რუსული ლოგისტიკური სისტემა განსაკუთრებით შესუსტებულია“, - განუცხადა RBC უკრაინას ჰოჯესმა.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია, დაიბრუნოს ქვეყნის სამხრეთი და შეზღუდოს რუსეთის საბრძოლო მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთში.
„დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ჩვენ დასავლეთში გავაგრძელებთ დაპირების შესრულებას. ამის გასაღები არის უფრო მეტი შორი დისტანციური იარაღი, ასევე, უკრაინის შიგნით ლოგისტიკური ქსელების გაუმჯობესების კუთხით დახმარება... შესაძლებელია, ღირდეს კომერციული ლოგისტიკური კომპანიის ჩართვა აშშ-დან ან დიდი ბრიტანეთიდან“, - თვლის ბენ ჰოჯესი.