საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დაბრუნების შესახებ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები ვრცელდება.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა იგეგმება თუ არა მისი შეცვლა და პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინამ ვრცლად განმარტა მისი მოტივაცია, თუ რატომ დატოვა პოლიტიკა შარშან, შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციები არის სპეკულაციები, არავითარი საფუძველი არ არსებობს თქვენი განცხადებისა. დანარჩენი, თქვენ ალბათ რამდენიმე დღის წინ ნახეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც, წერილი, რომელშიც ძალიან ნათლად, მკაფიოდ არის ახსნილი მისი ხედვაც, მოტივაციაც და პირადი საქმეც, ასე რომ, მე ვფიქრობ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილმა წერილი 27 ივლისს გაავრცელა.