აშშ-ში წყალდიდობას, სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კენტუკიში წყალდიდობას, სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. 23 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამასთან, სტიქიის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და შტატისთვის ფედერალური დახმარების გადაცემის განკარგულება გასცა.