უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში ევროკავშირის შესყიდვებში, რუსული გაზის წილი განახევრდა. ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ომის დაწყებამდე ეს წილი 40% შეადგენდა, ახლა კი 20%-ია“, - თქვა ბორელმა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია „მოითხოვო გაზის შესყიდვების სრული შეწყვეტა ღამით“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს „ასწაულების მოხდენა არ შეუძლია“.
რუსეთიდან მიწოდებაზე უარის თქმის ფონზე, ევროკავშირის ქვეყნები ივლისის ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მომავალი ზამთრის სეზონისთვის გაზის მოხმარება ბოლო ხუთი წლის საშუალოდან 15%-ით შეამცირონ.
ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ენერგიის მიწოდება მკვეთრად შემცირდა და ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ავსტრიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, შვედეთმა, უნგრეთმა და გერმანიამ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.